კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატიმრის ჯანმრთელობა პირის ამოკერვამ გააუარესა

3 ივლისი, 2008

ბათუმის #3 საპყრობილის პატიმარს ოსმან მადოიშვილს რამდენიმე დღეა პროტესტის ნიშნად პირი აქვს ამოკერილი, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გააუარესა. გუშინ, სასამართლო პროცესზე, ქობულეთის რაიონულმა სასამართლომ მას ექსპერტიზა დაუნიშნა ჯანმრთელობის გამოსაკვლევად.
პატიმარი მადოიშვილი ადრე ნასამართლევია. ამჯერად კი, სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლის II და III ნაწილით ედება ბრალი. განსასჯელი ბრალს არ აღიარებს.
განსასჯელი მადოიშვილი ვერც დაცვის უფლებით სარგებლობდა. სახალხო დამცველის აჭარაში წარმომადგენლების ჩარევის შემდეგ, მას სახაზინო წესით დაენიშნა ადვოკატი.

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ახალი ამბები