კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მედია საჯარო ინფორმაციას ვერ იღებს

3 ივლისი, 2008

 საჯარო ინფორმაციის არ მიწოდებაზე ბათუმში ჯერ კიდევ პრობლემებია. „გაზეთი ბათუმელები“ ამის გამო რამდენიმე საჯარო სამსახურს სასამართლოში uCivlebs.

„ჩვენ ვითხოვდით, 2008 წლის ბიუჯეტის (ექვსი თვის) დეტალური ხარჯთაღრიცხვას. ინფორმაციას თუ მათ დაწესებულებებში რა თანხებია გამოყოფილი სამივლინებოდ, რამდენი გაიხარჯა, ვინ ისარგებლა მივლინებით, სად იმყოფებოდა, რა მიზნით და რამდენი ხნით (სახელი გვარი). ინფორმაცია გასულ თვეში, 5 ივნისს მოვითხოვეთ. ზოგიერთმა საჯარო სამსახურმა ეს ინფორმაცია არ, ან არასრულყოფილად მოგვაწოდა. იძულებული ვართ, საჯარო ინფორმაცია რედაქციამ სასამართლოს გზით გამოვითხოვოთ“,  - ამბობს „ბათუმელების“ რედაქტორი თედო ჯორბენაძე.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ლალი იშხნელიძე აღნიშნავს, საჯარო დაწესებულება ვალდებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ვადებში გასცეს ინფორმაცია, კერძოდ, „დაუყონებლივ ან არა უგვიანების 10 დღისა, თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას“.

მაკა მალაყმაძე, ბათუმი.

 

ახალი ამბები