კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოფელ კეთილარის მოსახლეობამ აქცია გამართა

4 ივლისი, 2008

დღეს, 4 ივლისს აბაშის რაიონის სოფელ კეთილარის მოსახლეობამ სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ აქცია გამართა. მოსახლეობა მათ სარგებლობაში არსებული მიწების ინვესტორისთვის გადაცემას ეწინააღმდეგება.

აქციის მონაწილეები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ზაზა გოროზიასთან შეხვედრას მოითხოვდნენ, თუმცა მათ გოროზიას ნაცვლად მისი მოადგილე ალექსანდრე ახვლედიანი შეხვდა და დაჰპირდა, რომ მათ მოთხოვნებს გაითვალისწინებდა.

აქციის მონაწილეები აპროტესტებენ მათ სარგებლობაში არსებული 80 ჰექტარი მიწის გასხვისებას. მათი ინფორმაციით, იგეგმება ამ მიწების უცხოელ ინვესტორებზე გაცემა და იქ მეცხოველეობის ფერმის აშენება. ასეთი ცნობა აბაშელებს რაიონის გამგებელმა გურამ გუნავა მისცა. კეთილარელები ასევე აღნიშნავდნენ, რომ გუნავა მათ მხოლოდ 2 500 კვადრატული მეტრი მიწის დაკანონებას დაჰპირდა, რაც ადგილობრივების ინტერესებს ეწინააღმდეგება.

კეთილარის მცხოვრებლები მოითხოვენ 80 ჰექტარი მიწა მათ დაუკანონონ ან აუქციონის ჩატარების შემთხვევაში პირდაპირი წესით მიჰყიდონ.

ნანა ფაჟავა, ზუგდიდი

ახალი ამბები