კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არც შუქი და არც წყალი - დევნილებისა და ეკომიგრანტების გაუსაძლისი ყოფა

8 ივლისი, 2008

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ყოფილ ნარკოლოგიურ საავადმყოფოში შესახლებულ დევნილ და ეკომიგრანტ მოსახლეობას შუქთან ერთად წყალიც გაუთიშეს. წყალი, რომელსაც ისინი იყენებდნენ, შენობის გვერდით მდებარე ფსიქიატრულმა საავადმყოფომ რამდენიმე დღეა შეუწყვიტა. მოსახლეობა წვიმის წყალს სათავსო ჭურჭელში ინახავს და  იყენებს.

„უკვე წყალიც შეგვიწყვიტეს. ამ ზაფხულში წლის გარეშე დაგვტოვეს. ალტერნატიულ წყალს კი გვთავაზობენ, მაგრამ ჯერ გასაკეთებელია და თან სათავე დაჭაობებულია. ის წყალი როგორ დავლიოთ?“ კითხულობს ყოფილ ნარკოლოგიურ საავადმყოფოს შენობაში შესახლებული მოსახლეობა.

დევნილები იხსენებენ, რომ სასტუმრობიდან გამოსახლებულებს, აჭარის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მათ ნორმალური ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას დაპირდა: „ეს არის ალტერნატივა, ჭაობში რომ ცურავს შენობა? ნარკოლოგიურის რემონტისთვის თანხა რომ იყო გამოყოფილი, გაარემონტეს კი? გაურემონტებელში შეგვასახლეს და ახლა საარსებო პირობებსაც გვიწყვეტენ“.

აჭარის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ირაკლი ბარამიძე აღნიშნავს, რომ პრობლემის შესახებ სამინისტროსთვის მოსახლეობას არ უცნობებია: „გაურკვეველია, თუ რატომ არ სურთ წყლის გამოყვანა. რა იციან რომ ცუდი წყალია, შეამოწმეს?“.

22 დევნილი და 26 ეკომიგრანტის ოჯახი, ამჟამად სიბნელეში, წყლის გარეშეცხოვრობს. ამ დღეებში მოსახლეობა წყლის მოთხოვნით, საპროტესტო აქციების გამართვას აპირებს.

ახალი ამბები