კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ორგანიზაცია „ჟურნალისტები სიტყვის თავისუფლებისათვის“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ოფისის წინ საპროტესტო აქციას მოაწყობს

9 ივლისი, 2008

ორგანიზაცია „ჟურნალისტები სიტყვის თავისუფლებისათვის“ პარასკევს, 11 ივლისს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ოფისის წინ საპროტესტო აქციას მოაწყობს, საკაბელო ტელეარხ „მაესტროს“ ლიცენზირებასთან დაკავშირებით მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილების გამო. აქცია 12:00 საათზე გაიმართება.
ეს გადაწყვეტილება  ჟურნალისტური გაერთიანების წევრებმა  8 ივლისს, სახალხო დამცველის ოფისში,  თავიანთი ორგანიზაციის პრეზენტაციაზე მიიღეს. ეს ორგანიზაცია ჯერჯერობით 35 წევრს  მოითვლის
.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიმდინარე წლის 4 აპრილს არ დააკმაყოფილა „მაესტროს“ განცხადება მისთვის ახალი ლიცენზიის  მინიჭების შესახებ.
ახალი ლიცენზია „მაესტროს“,  შემეცნებით-გასართობ პროგრამებთან ერთად საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების ჩვენების უფლებას მისცემდა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობდა იმით, რომ „მაესტროს“ კომისიისგან გაფრთხილება ჰქონდა მიღებული. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით კი,  გაფრთხილების შემთხვევაში მაუწყებელი ერთი წლის განმავლობაში ახალ ლიცენზიას ვერ მიიღებს.

გაფრთხილება კი „მაესტრომ“ 2007 წლის შემოდგომაზე პოლიტიკასთან დაკავშირებული სამი ახალი პროექტის გაშვების გამო მიიღო.
კომისიის აზრით, „მაესტროს“,  რომელიც გასართობი და მუსიკალური პროგრამების მაუწყებლობის ლიცენზიას ფლობს და თბილისის გარდა, რუსთავში, თელავსა და გორში საკაბელო ქსელით მაუწყებლობს, უფლება არ ჰქონდა ეთერში გაეშვა ტოქ-შოუები: ”პროფესია ჟურნალისტი” , რომელიც მოწვეულ სტუმრებს და  პოლიტიკოსებს მასპინძლობდა; ”უკომენტაროდ”, რომელიც გადასცემდა საინფორმაციო სიუჟეტებს და ”გამოკითხვა”, სადაც მაყურებლები რეკავდნენ სტუდიაში და თავიანთ შეხედულებებს გამოთქვამდნენ.

კომუნიკაციების კომისიის უარის შემდეგ ეს გადაცემები  კლასიკური მუსიკის თანხლებით გადიოდა ეთერში და მისი შინაარსი მოგვიანებით გაზეთებში  ”რეზონანსში” და „ალიაში“იბეჭდებოდა.

„მაესტრომ“ კომისიის უარი თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. პროცესი 14 ივლისს, 10:00 საათზეა დანიშნული.

წყარო: Media.ge

ახალი ამბები