კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შუქი იმ აბონეტებსაც გაუთიშეს, ვისაც დავალიანება არ გააჩნდა

11 ივლისი, 2008

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ორთაბათუმში ასობით ოჯახს ელექტროენერგია გათიშული აქვს. მათ შორის არიან ისეთებიც, ვისაც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიმართ დავალიანება გააჩნია. ასეთი აბონენტები გათიშულთა შორის მხოლოდ იმიტომ მოხვდნენ, რომ სოფელში საერთო კომუნალური გამრიცხველიანებაა და მთლიანად უბანია გათიშული. დავალიანების არ მქონე მოსახლეობა ასეთ მდგომარეობაში 20 დღე იყო. ელექტროენერგია მათ მხოლოდ წუხელ ჩაურთეს.

„ვინც ვიხდით გადასახადს, იმას რას გვერჩიან? თანხას რომ ვიხდი, შუქი უნდა მქონდეს, რა უფლებით გამითიშეს?“ _ კითხულობს ზურაბ ბერიძე, ორთაბათუმის მცხოვრები, რომელმაც ელექტროენერგიის გადასახადი ორი კვირის წინ გადაიხადა, სინათლე კი ოჯახს დღემდე არ აქვს.

„ვისაც დავალიანება აქვს, იმას ჩაუჭრან. მე შუქის ფული გადახდილი მაქვს, _ ამბობს ორთაბათუმელი სულიკო ბერიძე.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შეშფოთებას გამოთქვამს იმ აბონენტების მდგომარეობის გამო, რომლებსაც დავალიანების არქონის მიუხედავად, ელექტროენერგია გათიშული ჰქონდათ. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) #9 დადგენილების (2007 წლის 30 მაისი) თანახმად, თუ „საერთო მოხმარების მრიცხველზე აღრიცხული ელექტროენერგიის საფასური სრულად და დროულად არ იქნება გადახდილი, კომპანიას უფლება აქვს განახორციელოს საერთო მრიცხველზე მიერთებული ყველა ისეთი მომხმარებლის ინდივიდუალური გამორთვა, რომელსაც აქვს დავალიანება“. ამ შემთხვევაში კი კომპანიამ მთლიანად უბანი გათიშა.

კანონით „ენერგო-პრო ჯორჯიას“ უფლება არ აქვს ქსელიდან გათიშოს ის აბონენტი, რომელიც მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს დროულად იხდის. მე-9 მუხლის 2 ნაწილის თანახმად, მთლიანად უბნის გათიშვა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუკი „კომპანიის მიერ ინდივიდუალურად გამორთული საერთო მოხმარების მრიცხველზე მიერთებული მომხმარებლების 50%-ზე მეტი ახორციელებს ელექტროენერგიის მოხმარებას აღრიცხვის წესების დარღვევით, რაც უნდა დასტურდებოდეს კომპანიის მიერ გაფორმებული სათანადო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტებით“. ამ შემთხვევაში კი მსგავსი ადმინისტარციული სამართალდარღვევის აქტი არ არსებობს.

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ახალი ამბები