კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" სიღნაღის გამგებლის დასჯას ითხოვს

15 ივლისი, 2008

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა ზედელაშვილისთვის და გამგეობის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის შორენა ქადაგიშვილისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს. 

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად სიღნაღის გამგეობა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარს ამბობს, რითაც საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ინფორმაციის თავისუფლად მიღების უფლებას და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით დადგენილ მოთხოვნებს უხეშად არღვევს.

საჯარო მოხელეებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტებმა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს მიმართეს.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

 

ახალი ამბები