კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

,,სახალხო ბანკის“ ფილიალებიდან კლიენტები თანხებს ვერ იღებენ

19 ივლისი, 2008
როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ მოქალაქეებმა აცნობეს, „სახალხო ბანკის“ რაიონული ფილიალებიდან კუთვნილი თანხების მიღებას ვერ ახერხებენ.

ერთ-ერთი მოქალაქის ცნობით, საზღგარგარეთ მყოფმა ახლობელმა საბანკო გზავნილის მეშვეობით, მას ათიათასამდე ლარი გამოუგზავნა, რომლის მიღებასაც „სახალხო ბანკის“ ფილიალში უკვე ერთი თვეა ცდილობს, მაგრამ უშედეგოდ. მოქალაქის ცნობით, თავდაპირველად ბანკის ადმინისტრაცია თანხის არ გაცემის  მიზეზად გზავნილის განხორციელებისას დაშვებულ შეცდომას ასახელებდა, მაგრამ მოგვიანებით მოქალაქეს განუცხადეს, რომ სალაროში ფული არ ჰქონდათ და რამდენიმე დღეში გაუნაღდებდნენ.

ამ საკითხზე კომენტარისთვის „სახალხო ბანკის“ ცენტრალურ ოფისს დავუკავშირდით. როგორც ოპერატორმა გვაცნობა, პრესსამსახურს საინტერესო კითხვაზე პასუხის მისაღებად წერილობითი განცხადებით უნდა მივმართოთ და თუ საჭიროდ ჩათვლიან, პასუხს გაგვცემენ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში „სახალხო ბანკის“ რაიონულმა ფილიალებმა კრედიტების გაცემაც შეაჩერეს. შეწყდა განვადებებიც ტექნიკის მაღაზიებში. პრობლემები აქვთ პენსიონერებსაც, პენსიის მიღებისას, რაზედაც „ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის“ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არაერთ პენსიონერს მოუმართავს.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები