კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლაგოდეხში ბიუჯეტის არაეფექტური ხარჯვა ისევ გრძელდება

21 ივლისი, 2008

 “მოქალაქეთა მომსახურების ბიურო” ლაგოდეხში  ხუთი  თვეა რაც არსებობს, თუმცა თავად მოქალაქეებმა ამის შესახებ არაფერი იციან. არადა ამ ორგანიზაციის შენახვა რაიონს თვეში 3000 ლარამდე უჯდება.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გოზალიშვილი რადიო ჰერეთთან აცხადებს, რომ ორგანიზაცია არაეფექტურად მუშაობს.
მიუხედავად ამისა, მოქალაქეთა მომსახურების ბიურო ლაგოდეხში გამგეობის სტრუქტურულ ერთეულად ყალიბდება, ამის შესახებ გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე ერთხმად უკვე მიიღეს.
“მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს” არსებობის იდეა კარგია, მაგრამ ეს სამსახური სრული დატვირთვით არ მუშაობს. მოქალაქეებმაც არაფერი იციან ამის შესახებ” - აცხადებს გია გოზალიშვილი.
ასეთი შეფასების მიუხედავად გამგებელი, გამგეობის სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბებას მაინც დაეთანხმა, სავარაუდოდ ის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი წვერავას განაწყენებას მოერიდა, რომელმაც თავის დროზე მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს საკუთარი კადრებით დაკომპლექტებას აქტიურად შეუწყო ხელი.
ბიუროს სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბებას უარყოფითად აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციაში” სადაც აღნიშნავენ, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის არაეფექტური ხარჯვა მომავალში მაინც აღარ უნდა გაგრძელდეს.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოქალაქეთა ბიუროს დაფინანსებას უარყოფითად აფასებენ თავად ლაგოდეხელები. მოქალაქეების აზრით, მაშინ როცა უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი აღნიშნული სამსახურის არსებობა ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე გაუმართლებელია.

 
წყარო: რადიო ჰერეთი

ახალი ამბები