კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფერადი ლითონით მოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს

21 ივლისი, 2008

დღეს ფერადი ლითონის გადამამუშავებელი ქარხნის წინ შეკრებილმა ინდმეწარმეებმა, პარლამენტის მიერ მიღებული საქონლის დასაწყობება-დაფასოების შესახებ კანონი გააპროტესტეს.

როგორც დღეს გამართულ აქციაზე ინდმეწარმე გოგი ჯოხაძემ "მედიანიუსს" განუცხადა, საქონლის დასაწყობი-დაფასოების კანონი ითვალისწინებს ერთი თვის განმავლობაში საქონლის შენახვას ყოველგვარი რეაგირების გარეშე, რაც ინდმეწარმეებისთვის დიდი დანაკლისია.

აქციაზე ინდმეწარმეებმა ხელისუფლება ტერორში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ ისანი-სამგორის რაიონის პოლიცია ყოველგვარი გაფრთხილებისა და ჩხრეკის ორდერის გარეშე მათზე ზეწოლას ახორციელებს.

გიორგი ჯოხაძის თქმით, ინდმეწარმეებმა აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით, პროფესიული კავშირის გაერთიანებასა და პრეზიდენტს ღია წერილით მიმართეს. თუმცა, უშედეგოდ, ამიტომ ისინი არ გამორიცხავენ მომავალში ფართომასშტაბიანი აქციების გამართვას.

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები