კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უხარისხოდ ჩატარებულმა სარეაბილიტაციო სამუშაოებმა სიღნაღში თავი კიდევ ერთხელ იჩინა

21 ივლისი, 2008

სიღნაღში ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოებით მოსახლეობა უკმაყოფილოა. ქალაქის აღმშენებლობის პირველი ეტაპი დასრულებულია, თუმცა ამ დრომდე ბევრი სამუშაო კვლავ  დაუსრულებელია. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ მათ  სახლებს სარემონტო სამუშაოები სანახევროდ ჩაუტარდა.

გიორგი ფაშალიშვილი, რომელიც სიღნაღში რუსთაველის ქ. #14-ში ცხოვრობს ამბობს, რომ მისი სახლი რეაბილიტაციის შემდეგ კატასტროფულ მდგომარეობაშია.

ფაშალიშვილის თქმით სახლი უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების და მშენებლების დაუდევრობის წყალობით საცხოვრებლად უვარგისი გახდა.

გიორგი ფაშალიშვილმა დახმარებისთვის რაიონის გამგეობას და სპეციალურ სამსახურებს უკვე მიმართა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურში რადიო ჰერეთთან აცხადებენ, რომ ფაშალიშვილის ბინის პრობლემით უკვე დაინტერესდნენ.

“სპეციალურმა კომისიამ ფაშალიშვილის ბინაზე აქტი შეადგინა და დასკვნა სამშენებლო კომპანიას წარუდგინა. უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოზე პასუხს შემსრულებელი აგებს და ხარვეზსაც თავად გამოასწორებს” - აცხადებს ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი გელა კორაშვილი.

ფაშალიშვილის თქმით კი, თუ პრობლემით დროულად არ დაინტერესდებიან პრეზიდენტთან შეხვედრას გეგმავს.

წყარო: რადიო ჰერეთი

ახალი ამბები