კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

,,ადამიანის უფლებათა ცენტრის" შიდა ქართლის ოფისი კულტურის სამმართველოს უფროსის დასჯას ითხოვს

25 ივლისი, 2008

,,ადამიანის უფლებათა ცენტრის" შიდა ქართლის ოფისი ადმინისტრაციული წესით კულტურის სამმართველოს უფროსის ზურაბ ჩხეიძის დასჯას მუნიციპალიტეტის გამგებლისგან ითხოვს.

მას შემდეგ, რაც ზურაბ ჩხეიძე კულტურის სამმართველოს უფროსი გახდა, პედაგოგებზე და დირექტორებზე ზეწოლის ფაქტები გახშირდა. კერძოდ, ზურაბ ჩხეიძემ ჯერ სკოლის დირექტორები დაიბარა და სკოლებში „კავეენის“ აკრძალვა მოსთხოვა, რაც მან   თავად დაადასტურა საუბარში.

შემდეგ, კრივის სკოლაში, დამსახურებული მწვრთნელი ავთო შოშიაშვილი იძულებით გაუშვა სამსახურიდან, მის მაგივრად კი ავთო შოშიაშვილის მოსწავლე 27 წლის წარმატებული ბოქსიორი ბექა ლობჟანიძე დანიშნა, რომელიც 2008 წლის 1 მარტს იტალიაში ევროპის ოლიმპიურ საკვალიფიკაციო ტურნეში მონაწილეობას იღებდა, პოლიციამ მაღაზიის ქურდობის გამო დააკავა. 1 მარტს კრივის საერთაშორისო ფედერაციამ ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატის წარმატებულ ფალავანს დისკვალიფიცია მისცა.

უკანასკნელი ფაქტი კი გორის თეატრში მოხდა, როდესაც ზურაბ ჩხეიძემ გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კაბინეტში დაიბარა და განცხადების დაწერა მოსთხოვა.

საბა წიწიკაშვილი, გორი

ახალი ამბები