12:30, Sunday, 20.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

I ჯგუფის ინვალიდ პატიმარს ციხეში ინჰალატორისა და ხის ჯოხის შეტანის უფლებას არ აძლევენ

28.07.2008
თბილისის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულ პატიმარს ილია თარაშვილს საპყრობილის ადმინისტრაცია საკანში ხის ჯოხის და ინჰალატორის შეტანის უფლებას არ აძლევს. ამ მოთხოვნით, გასულ კვირას სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის მოადგილეს, ილია თარაშვილის ადვოკატმა, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტმა ნინო ანდრიაშვილმაც მიმართა, მაგრამ უშედეგოდ.

ილია თარაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე სიღნაღის პროკურატურამ 2003 წელს მომხდარი ძროხების ქურდობის ბრალდებით აღძრა. როგორც თარაშვილი აღნიშნავს, მას ქურდობა არ ჩაუდენია, დანაშაულის დაბრალება კი დედოფლისწყაროს გამომძიებელმა სანდრო  კუტიბაშვილმა სთხოვა. გამომძიებელი თარაშვილს დაპირდა, რომ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, სასამართლო მას სასჯელს გადაუვადებდა. ორი კვირის წინ, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შალვა მჭედლიშვილმა თარაშვილს 8 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ილია თარაშვილი არის მძიმე ავადმყოფი. იგი დაავადებულია ფილტვების ფიბროზულ - კავერნოზული ტუბერკულოზით, ფილტვებიდან სდის სისხლი და უკიდურესად უჭირს სუნთქვა. ასევე მარჯვენა დიდი წვივის ირიბი შეუხორცებელი მოტეხილობა აქვს, რის გამოც დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება. პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. მიუხედავად ამისა, მას საპყრობილეში ინჰალატორის და ხის ჯოხის შეტანის უფლებას არ აძლევენ.

გელა მთივლიშვილი,კახეთი

 

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC