არასამთავრობო ორგანიზაციას კოალიცია „ჩვენი უფლებებისათვის“ მიაჩნია, რომ საქართველოში არსებულმა ავტორიტარულმა რეჟიმმა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიათა მიმართ ანგარიშსწორება დაიწყო.
როგორც „მედიანიუსს“ არასამთავრობო ორგანიზაციაში „კოალიცია ჩვენი უფლებებისათვის“ განუცხადეს, 25 ივლისს ლეიბორისტული პარტიის წევრის არნოლდ ბენიძის დაპატიმრება სწორედაც, რომ ქვეყანაში არსებული ავტორიტარული რეჟიმისა და ანგარიშსწორების შედეგია. აქედან გამომდინარე კი, კოალიცია „ჩვენი უფლებებისათვის“ ხელისუფლებას მიმართავს, რომ ხელი აიღოს ბინძური კამპანიისაგან, რაც მიზნად ისახავს ოპოზიციური პარტიების სპექტრის დაშინებასა და დაშანტაჟებას.
კოალიცია „ჩვენი უფლებებისათვის“ მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ამგვარი ქმედებები ლეიბორისტული პარტიის დისკრიმინაციასა და მისი ლიდერის შალვა ნათელაშვილის აქტიური პოლიტიკური საქმიანობის განეიტრალებაა. იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება ამგვარ ქმედებებს არ შეწყვეტს, არასამთავრობო ორგანიზაცია კოალიცია „ჩვენი უფლებებისათვის“ მასობრივ გამოსვლებსა და ფართომასშტაბიანი აქციების გამართვას დაიწყებს.
წყარო: მედიანიუსი.