კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოძრაობამ "არ დაანგრიო" მშენებარე შენობის სართულები შეამცირებინა

1 აგვისტო, 2008

მოძრაობა „არ დაანგრიოს“ აქტივისტების მოთხოვნით, თავისუფლების მოედანზე, თბილისის საკრებულოს  შენობის გვერდით მშენებარე 7-სართულიან შენობის პროექტი 4 სართულამდე დაიყვანეს.

„ახალგაზრდული ფრონტის" და „ტფილისის ჰამქარის“ გაერთიანებულმა მოძრაობამ „არ დაანგრიო“ თავისუფლების მოედანზე მდებარე ისტორიული სახლის დანგრევა და მის ადგილას 7-სართულიანი თანამედროვე ტიპის შენობის  აშენება გააპროტესტა.

აქციების  შემდეგ შენობის შემკვეთი, ბანკი "რესპუბლიკა" კომპრომისზე წავიდა. შენობის სართულების რაოდენობა შეამცირა და ძველი შენობის ორნამენტების ახალ პროექტში გამოყენებაზეც დათანხმდა.
„ჩვენმა მოძრაობამ შეძლო თავისუფლების მოედნის იერსახე გარკვეულწილად შეენარჩუნებინა.

მიუხედავად იმისა, რომ შენობის დამკვეთმა პროექტის შეცვლით რამდენიმე მილიონის ზარალი განიცადა, სწორი გადაწყვეტილება მიიღო.“, _ აცხადებს ახალგაზრდული ფრონტის  ლიდერი ლუკა წულაძე.

შენობის პროექტის შეცვლა ჯერ მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმების დონეზეა და საბოლოოდ, შენობის მეპატრონეები რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, გაურკვეველია.

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები