კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დღეიდან საინფორმაციო თავისუფლების კვირეული დაიწყო

1 აგვისტო, 2008

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინიციატივით, დღეიდან საინფორმაციო თავისუფლების კვირეული დაიწყო.

ინფორმაციის თავისუფლების თემაზე ასოციაცია წლების განმავლობაში მუშაობს და ამ ხნის განმავლობაში მან ინფორმაციის თავისუფლების ინსტრუმენტის მეშვეობით, სხვადასხვა საჯარო დაწესებულებების ანტიკორუფციული მონიტორინგი და სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების პრაქტიკის ანალიზი მოამზადა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის დახვეწის მიზნით, ხელისუფლებას რეკომენდაციები მრავალჯერ წარუდგინა.

ინფორმაციით თავისუფლების კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა  ტიპის შეხვედრები, პრეზენტაციები, სემინარები და ტრენინგები ჩატარდება.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, გიორგი ჩხეიძემ განაცხადა, კვირეულის მიზანია ხელისუფლებამ და საზოგადოებამ განიხილოს და შეაფასოს წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება, რათა მათ ანტიკორუფციული მიმართულებით ევროპული სტანდარტების ჩამოყალიბების  საქმეში ღირსეული სიტყვა თქვან.

ინფორმაციის თავისუფლების ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ევროპის საბჭოში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრებს ოფიციალური წერილით მიმართავს, რათა მათ მხარი დაუჭირონ სექტემბერში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მიერ ოფიციალურ დოკუმენტთა ხელმისაწვდომობის შესახებ კონცეფციის მიღებას.

გიორგი ჩხეიძის თქმით, აღნიშნული კონვენციის მიღება და ინფორმაციის თავისუფლების სტანდარტების დაცვა საქართველოსთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ძველი ევროპული ქვეყნებისთვის. მისივე თქმით, ევროპის საბჭოს ფარგლებში აუცილებელია მიღებული იქნას ისეთი კოვნენცია, რომელიც უზრუნველყოფს  და ავალდებულებს სახელმწიფოებს, რომ მათ ინფორმაციის თავისუფლების წრე არ შეზღუდონ.

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები