20:43, Saturday, 30.05.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ონკოლოგიური ავადმყოფი ჯანდაცვის სამინისტროსთან შიმშილობას იწყებს

04.08.2008
ავთვისიებიანი სიმსივნის მძიმე ფორმით დაავადებული, I ჯგუფის უსინათლო ინვალიდი ნათელა თამაზაშვილი სოციალური სუბსიდიების საგენტოსგან კუთვნილ დახმარებას ითხოვს.

თამაზაშვილი სიღარიბის დაძლევის პროგრამის ფარგლებში სამედიცინო დახმარების ბარათით 2008 წლის თებერვლამდე სარგებლობდა. ამ დრომდე მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა 54 850 - ს შეადგენდა. 2008 წლის მარტში თბილისის ონკოლოგიურ საავადმყოფოში მიყვანილ ნათელა თამაზაშვილს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაზე უარი უთხრეს იმ მიზეზით, რომ მის სახელზე გაცემული სამედიცინო დახმარების ბარათი ძალაში აღარ იყო. აღმოჩნდა, რომ სოციალური სუბსიდიების სააგენტომ თამაზაშვილის ოჯახის სარეიტინგო ქულა 99 590-მდე გაზარდა.

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტების ჩარევის შემდეგ, 2008 წლის 4 ივლისს, თამაზაშვილის ოჯახის ახალი სარეიტინგო ქულა 33 480 -ით განისაზღვრა. ამ მონაცემების მიხედვით ოჯახს დახმარება უნდა მიეღო, თუმცა უშედეგოდ.

"ადამიანის უფლებათა ცენტრმა" ამ საქმით დაინტერესების თხოვნით სოციალური სუბსიდიების სააგენტოს დირექტორს ანდრია ურუშაძეს და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიმართა, მაგრამ სოციალურად დაუცველი ოჯახის მონაცემების გაყალბების ფაქტით არავინ დაინტერესებულა.

უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქალბატონი, რომელსაც დამოუკიდებლად გადაადგილება აღარ შეუძლია, პროტესტის ნიშნად, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს შენობასთან შიმშილობის იწყებს.

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" მიმართავს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე სოციალური სუბსიდიების სააგენტოს, სასწრაფოდ დაინტერესდნენ სააგენტოს კახეთის რეგიონული საკოორდინაციო ცენტრისა და რაიონული განყოფილებების მუშაობით და დარღვევებზე სათანადო რეაგირება მოახდინონ.

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" კახეთში 2008 წლის 1 ივლისიდან ახორციელებს სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მონიტორინგს. პროგრამის ფარგლებში ორგანიზაციის იურისტები უფასო სამართლებრივ დახმარებას უწევენ სოციალურად უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს, რომლებსაც სახელმწიფოს მხრიდან დახმარება რეალურად ეკუთვნით და ვერ იღებენ. მონიტორინგის პროექტს "ადამიანის უფლებათა ცენტრი" საკუთარი ხარჯებით ახორციელებს. პროექტის ფარგლებში კახეთის ოფისში 350-ზე მეტი სოციალურად დაუცველი ოჯახის განცხადებაა რეგისტრირებული.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“
ვრცლად...
უჩინარი მტერი
აპოკალიფსი არ იქნება
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC