კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლომ სკოლის დირექტორს საჯარო ინფორმაციის გაცემა დაავალა

4 აგვისტო, 2008

გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლია ოთარაშვილმა, გურჯაანის საჯარო სკოლის დირექტორს საჯარო ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაცემა დაავალა.

საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სასამართლოს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" წარმომადგენლებმა მიმართეს. არასამთავრობო ორგანიზაცია სკოლაში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირისგან ბიუჯეტის ხარჯვის და პედაგოგების გათავისუფლების შესახებ ითხოვდა ინფორმაციას, რაც დირექტორმა მარინა უტიაშვილმა დაბლოკა.

დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ "ადამიანის უფლებათა ცენტრი" მიმართავს გურჯაანის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნების სისტემატური და უხეში დარღვევისათვის, სკოლის დირექტორს დისციპლინური პასუხისმგებლობა დააკისროს და თანამდებობიდან გაათავისუფლოს.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

 

ახალი ამბები