კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის პრაქტიკის ანალიზის პრეზენტაცია გაიმართა

6 აგვისტო, 2008

დღეს თბილისში სასტუმრო „ამბასადორში“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის პრაქტიკის ანალიზის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება ინფორმაციის თავისუფლების კვირეულის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც 1-დან 10 აგვისტოს ჩათვლით აღინიშნება.

როგორც ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ განაცხადა, აღნიშნული კვლევა ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ტარდებოდა.  მისი მიზანი იყო ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვისას სათანადო ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის ეფექტიანობის შეფასება მას შემდეგ, რაც მოქმედ კანონმდებლობაში ამ ტიპის საჩივრების განხილვაზე ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, ლაპარაკია 2007 წლის 28 დეკემბერს დამტკიცებულ ცვლილებაზე, რომლის თანახმადაც, მოსარჩელე მხარემ ადმინისტრაციული სასჯელი ჯერ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, შემდეგ კი სასამართლოში უნდა წარადგინოს.

კვლევის ფარგლებში,  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადმინისტრაციულ ორგანოებს  100 განცხადებით და მოგვიანებით 83 საჩივრით მიმართა. წარდგენილი საჩივრების 62,65 პროცენტი ყოველგვარი რეაგირების გარეშე დარჩა.

კვლევის ერთ-ერთი ავტორის ნინა ღვინიანიძის თქმით, აღნიშნული კვლევა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა უმრავლეს შემთხვევაში არ იციან ადმინისტრაციული საჩივრის არსი და მისი განხილვის პროცედურები. რამდენიმე შემთხვევაში  საჩივრის განმხილველმა პირებმა ასოციაციის წარმომადგენლებს ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის გამო უსაყვედურეს და მის ნაცვლად შესაბამის უწყებებში განმეორებითი, ანუ დამაზუსტებელი განცხადებების წარდგენა ურჩიეს. ასეთი დამოკიდებულება უარყოფით გავლენას ახდენს საჩივრის განხილვის მთელ პროცედურასა და მის შედეგებზე.

ადმინისტრაციული ორგანოები მხოლოდ ფორმალურად უდგებიან საჩივართან დაკავშირებულ საქმის წარმოებას. შესაბამისად, 2007 წლის დეკემბერში განხორციელებული ცვლილება არაეფექტიანი გამოდგა და მოქმედი კონსტიტუციის ორ მუხლს ეწინააღმდეგება. კერძოდ, იგი ზღუდავს ინფორმაციის მიღების თავისუფლებასა და სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დღესვე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანს, რათა სასამართლომ გადახედოს  2007 წლის 28 დეკემბერს განხორციელებულ ამ ცვლილებას და იმსჯელოს იმაზე, რამდენად კონსტიტუციურია იგი.

წყარო: მედიანიუსი.

 

ახალი ამბები