კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

EN.CPS მიესალმება ცეცხლის შეწყვეტას და მოუწოდებს მხარეებს სათანადოდ შეაფასონ საომარი მოქმედებების შედეგები

12 აგვისტო, 2008
სამოქალაქო მშვიდობის ევროპული ქსელის (EN.CPS) წევრი ორგანიზაციები მიესალმებიან საქართველოსა და სამხრეთ ოსეთში საომარი მოქმედებების შეწყვეტას და საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის ცეცხლის შეწყვეტაზე დადებულ შეთანხმებას. EN.CPS მოუწოდებს მხარეებს პატივი სცენ და შეასრულონ ცეცხლის შეწყვეტაზე დადებული პირობა და მომავალში თავი შეიკავონ საომარი მოქმედებისაგან, რამაც შეიძლება კონფლიქტის ესკალაცია ან მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებათა დარღვევა  გამოიწვიოს რეგიონში.

მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილია  სიტუაცია კვლავ დაძაბულია. EN.CPS მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადეობას, ასევე რუსეთისა და საქართველოს მოკავშირეებს გამოიყენონ ყველანარი ძალაუფლება, რომ ხელი შეუწყონ ცეცხლის შეწყვეტას, სიტუაციის მომავალ ესკალაციას ქვეყანაში, გადადგან შესაბამისი ნაბიჯები კონფლიქტის გადასაჭრელად, რომელშიც მონაწილეობას მრავალი მხარე მიიღებს; მათი გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს ყველა მონაწილე მხარის მოთხოვნებს.

ცენტრალურმა და რეგიონალურმა მთავრობებმა სწრაფად იმოქმედონ გაეროს, ევროკავშირის, ეუთოსა და ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, რათა შეიარაღებულ კონფლიქტში დაზარალებულ ადამიანებს შესაბამისი დახმარება აღმოუჩინონ; უზრუნველყონ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოება, მოსახლეობას მიეწოდოს წყალი, საკვები და სამედიცინო დახმარება. საომარი მოქმედებების გამო დევნილ ადამიანებს დახმარება გაეწიოს საკუთარ სახლებში დასაბრუნებლად.

საქართველო-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ესკალაციის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელი იყო; ის მონაწილე მხარეების ურთიერთ საწინააღმდეგო ქმედების შედეგი იყო. მსგავსი კრიზისის თავიდან ასაცილებლად ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას და განსაკუთრებით ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, გააძლიერონ ვადამდელი გაფრთხილებისა და ვადამდელი რეაქციის სისტემები, ისევე როგორც შესაბამისი სამშვიდობო მექანიზმები და საშუალებები.

სასწრაფოდ, უმოკლეს დროში ხანგრძლივი მოქმედების გეგმები უნდა შემუშავდეს. სიტუაციის შესაფასებლად უნდა გაიგზავნოს მისია და შეხვდეს ხელისუფლებისა და მოსახლეობის წარმომადგენლებს საქართველოში, სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთსა და რუსეთში; ასევე ეროვნულ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც რეგიონში მოღვაწეობენ. ასეთმა მისიამ უნდა წარმოადგინოს სიტუაციის ბალანსირებული და მრავალმხრივი ანალიზი და მშვიდობის შესანარჩუნებლად მომავალში გადასადგმელი ნაბიჯების გეგმა. შესაბამისად, რეგიონში უნდა გაიგზავნოს გამოცდილი სამოქალაქო ექსპერტები, რომლებიც დაეხმარებიან ადგილობრივ საზოგადოებას მშვიდობის დამყარებაში; მათი საქმიანობა უნდა შეესაბამებოდეს სამოქალაქო მშვიდობის პროგრამების მოთხოვნებს.


ახალი ამბები