კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შიდა ქართლის ქართულ სოფლებში შესული რუსული არმიის ნაწილები და ადგილობრივი ბანდფორმირებები ქართველების სახლებს წვავენ

18 აგვისტო, 2008
12 აგვისტოს, დისევიდან და კოშკებიდან (ტყვიავის ზედა სოფლები) მცხეთის რაიონში ჩამოვიდა რამდენიმე ადამიანი, რომელიც საომარი მოქმედებების დროს სიმინდის ყანებს აფარებდა თავს იმ იმედით, რომ როცა ყველაფერი დასრულდებოდა, საკუთარ სახლებში დაბრუნდებოდნენ.

მათი ჩამოსვლის მიზეზი ის გახდა, რომ მათ სოფელში შევიდნენ რუსეთის არმიის ნაწილები და ადგილობრივი ბანდფორმირებები, რომლებიც ჯერ ავტომატის ჯერით ცხრილავდნენ მიტოვებულ სახლებს, ხოლო შემდეგ ცეცხლს უკიდებდნენ მათ. ამ ადამიანებმა საკუთარი თვალით ნახეს, როგორ დაცხრილეს და დაწვეს მათი სახლები და ისინი იძულებული გახდნენ, სოფლები მიეტოვებინათ.

თვითმხილველთა თქმით, შიდა ქართლის ქართული სოფლების – კარბის, მერეთის, დისევის, ქსუისის, ქიწნისის და ა.შ. – მოსახლეობა თითქმის სრულად არის გამოხიზნული. იქ დადიან შეიარაღებული ჯგუფები, რომლებიც წვავენ და ანადგურებენ დაცარიელებულ სახლებს.

ანალოგიური მდგომარეობაა გორის რაიონის სოფლებში - ბელოთში, ვანათში, საცხენეთში. გუშინ, 11 აგვისტოს სახალხო დამცველის აპარატში მოვიდა ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიცGგორის რაიონის სოფელ ვანათში დარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობისთვი დახმარებას ითხოვდა. მისი თქმით, სოფელში შევიდნენ რუსეთის არმიის ნაწილები და ადგილობრივი ბანდფორმირებები. ვანათელები აცხადებენ, რომ ბანდფორმირების წევრებმა სახლის წინ დახვიტეს შეუიარაღებელი 65 წლის ვლადიმერ ჯ., ასევე დაჭრილია რამდენიმე ადამიანი. ისინი წვავენ ქართველების სახლებს, სახლები იწვოდა ასევე სოფელ ბელოთში და საცხენეთში.

წყარო: სახალხო დამცველის აპარატი

ახალი ამბები