კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსული აგრესიის შედეგად უკვე 200 ჰექტარი ტყის მასივი დაიწვა

21 აგვისტო, 2008

თბილისი. 17.08.08. მედიანიუსი. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნაწილსა და ბორჯომის სატყეო უბანზე გაჩენილი ხანძრის შედეგად უკვე 200 ჰექტარი ტყის მასივი დაიწვა.

როგორც „მედიანიუსს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ირაკლი ღვალაძემ განუცხადა, ხანძრის კერების ლოკალიზება ისეთი მექანიკური საშუალებებით ხდება, როგორიცაა მაგალითად, თხრილების გაკეთება. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს სპეციალური ჯგუფები ასრულებენ, რომელშიც გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივი მეხანძრეებიც არიან ჩართულნი. მისივე თქმით, საქართველოს  ხანძრის ლოკალიზებაში დახმარებას თურქეთი დაჰპირდა. თუმცა, როდის შემოფრინდება მათი ორი სპეციალური, ცეცხმქრობი თვითმფრინავი საქართველოს ტერიტორიაზე, ჯერჯერობით უცნობია.

როგორც ცნობილია, აღნიშნულ ტერიტორიას ხანძარი რუსული ავიაციის მიერ ცეცხლგამჩენი ჭურვების ჩამოგდების შედეგად გაუჩნდა. ამ ჭურვების გამოყენება საერთაშორისო კონვენციებით აკრძალულია.

ახალი ამბები