კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიმართვა - შავი ზღვის სანაპირო ზონაში ეკოლოგიური კატასტროფის შესახებ

22 აგვისტო, 2008

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს;

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს;

უკრაინის, თურქეთის, ბულგარეთის, რუმინეთის და რუსეთის საელჩოს;

ეროვნულ და საერთაშორისო ორგანიზაციებს;

შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კომისიის მუდმივმოქმედ სეკრეტარიატს;

რამსარის კონვენციის სეკრეტარიატს;

გარემოსდაცვითი პროფილის დამოუკიდებელ ექსპერტებს;

საერთაშორისო საზოგადოებას

მიმართვა
 
საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზონაში რუსული საოკუპაციო ძალების მიერ ნავთობპროდუქტების  დიდი რაოდენობის ჩაღვრის შედეგად გამოწვეული  ეკოლოგიური კატასტროფის შესახებ

ფოთის პორტში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქართული კატარღების აფეთქებისა და ჩაძირვის დროს შავ ზღვაში ჩაიღვარა კატარღების საწავავის ავზებში არსებული დიდი რაოდენობით ნავთობპროდუქტი (დიზელი და ბენზინი), ასევე დიდი რაოდენობითაა ჩაღვრილი ტექნიკური ზეთი.

საოკუპაციო ძალებმა ადგილობრივ გარემოსდაცვით ორგანიზაციებს არ მისცეს უფლება, ადგილზე შეეფასებინათ სიტუაცია და განესაზღვრათ ჩაღვრილი ნავთობპროდუქტების ზუსტი რაოდენობა. ექსპერტული შეფასებით შავ ზღვაში ჩაღვრილია დაახლოებით 50-70 ტონა ნავთობპროდუქტი.

ამ რაოდენობის ნავთობპროდუქტის ჩაღვრა უპრეცედენტოა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე.

ნავთობპროდუქტების ჩაღვრის მომენტში შესაბამის საპორტო სტრუქტურებს, ცნობილი მიზეზების გამო, არ მიეცათ სკანერებისა და ბონური შეზღუდვების გამოყენების საშუალება და, შესაბამისად, გარემოზე ზიანის მინიმიზირებისა და ნავთობის გავრცელების შეზღუდვის მიზნით ვერ მოხერხდა ჩაღვრაზე სათანადო რეაგირება.

საქართველოს სანაპიროსათვის სახასიათო დინების მიმართულებიდან გამომდინარე ჩაღვრილი ნავთობპროდუქტი ფოთის ჩრდილოეთით გადაადგილდა. ჩაღვრის ადგილიდან 5 კმ-ში ფოთის ჩრდილოეთით კოლხეთის ეროვნული პარკის საზღვაო სექტორი მდებარეობს, რომელიც უნიკალური ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამოირჩევა და შესულია საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი (რამსარის) ტერიტორიების ფარგლებში.

 იქიდან გამომდინარე, რომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და გარემოსდაცვით ორგანიზაციებს არ ეძლევათ ადგილზე მუშაობის (ზღვაში გასვლის) საშუალება, რთულია საუბარი გარემოზე მიყენებული ზიანის ზუსტ რაოდენობრივ და ხარისხობრივ პარამეტრებზე. თუმცა ჩაღვრის მასშტაბებიდან გამომდინარე ყოველგვარი კვლევის გარეშე შესაძლებელია ითქვას, რომ კოლხეთის ეროვნული პარკის საზღვაო სექტორი და მისი მიმდებარე ზონა იმყოფება ეკოლოგიური კატასტროფის ქვეშ, რამაც, შესაძლოა, სერიოზული უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს შავი ზღვის ეკოსისტემაზე.

მოგმართავთ თხოვნით, რომ ჩაერთოთ ამ კრიზისულ მდგომარეობაში და მოსთხოვოთ რუსეთის მთავრობას, რომ საშუალება მისცეს საქართველოს მთავრობასა და გარემოსდაცვით ორგანიზაციებს, მოახდინონ ზღვაში ჩაღვრილი ნავთობპროდუქტების ლოკალიზება და რეგიონული მასშტაბის ეკოლოგიური კატასტროფის შეჩერება.
 
ხელმოწერები:

ასოციაცია ფლორა და ფაუნა
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN)
კავკასიის გარემოსდაცვითი რეგიონული ცენტრი (REC)
საქართველოს ბუნების მოყვარულთა ასოციაცია

ახალი ამბები