კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქველმოქმედო ჯგუფმა დახმარება 318 დევნილს გაუწია

22 აგვისტო, 2008
შიდა ქართლიდან დევნილი მოსახლეობის დახმარების მიზნით კახეთში შექმნილმა საქველმოქმედო ჯგუფმა, რომელშიც რეგიონში მომუშავე ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გაერთიანდნენ, 13-18 აგვისტოს, დახმარება 318 დევნილს გაუწია.

კომპაქტურად ჩასახლებულ, ასევე კერძო სახლებში მყოფ დევნილებს სურსათი, ტანსაცმელი და პირველადი მოხმარების საგნები გადაეცათ. ამასთან ერთად, 19 აგვისტოსთვის ტანსაცმლით და თეთრეულით თითქმის მთლიანად დაკმაყოფილდა გურჯაანის რაიონში მცხოვრები 1200-მდე დევნილი.

ჟურნალისტებისა და არასამთავრობოების საქველმოქმედო ჯგუფის შტაბი ტელეკომპანია "გურჯაანის" შენობაში ფუნქციონირებს. შტაბში მუშაობს ცხელი ხაზი 8(253)2-50-70, რომლის მეშვეობითაც დევნილებს შეუძლიათ დაადგინონ ერთმანეთის ზუსტი ადგილსამყოფელი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტებისგან უფასოდ მიიღონ იურიდიული კონსულტაცია, ასევე საქველმოქმედო ჯგუფის წევრებს მიაწოდონ ინფორმაცია პრობლემების შესახებ.

საქველმოქმედო აქცია მოსახლეობის აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება.

ჯგუფის წევრები ორგანიზებას უწევენ უფასო სამედიცინო აქციებსაც, რომლის შემდეგაც დევნილებს ექიმების დანიშნულებისამებრ მედიკამენტებს აძლევენ.

საქველმოქმედო ჯგუფის წევრები მზად არიან, ადამიანური რესურსებით დახმარება გაუწიონ სხვადასხვა ორგანიზაციებს, რომლებსაც დევნილების დახმარება აქვთ გადაწყვეტილი.

უახლოეს დღეებში ჟურნალისტებისა და არასამთავრობოების საქველმოქმედო ჯგუფი, ჰუმანიტარულ ტვირთს უცხოეთში მცხოვრები მეგობრებისგანაც მიიღებს.

თეა თოფურია

ახალი ამბები