კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოზე რუსეთის თავდასხმამ საჭირო გახადა კასეტური ბომბების გამოყენების შესახებ კონვენციის მიღება

22 აგვისტო, 2008

,,ჰუმან რაითს ვოჩი”, 19 აგვისტო 2008 წელი

კასეტური ბომბების გამოყენებით რუსეთმა არამარტო უდანაშაულო მოსახლეობის მსხვერპლი გამოიწვია საქართველოში, არამედ უხეშად დაარღვია აღნიშნული იარაღის გამოყენების აკრძალვაზე დადებული საერთაშორისო შეთანხმება. ასეთ შემთხვევაში, რუსეთმა აჩვენა მსოფლიოს, რომ არცერთი სახელმწიფო არ უნდა დაკმაყოფილდეს კასეტური ბომბების გამოყენების შესახებ მიღებული კონვენციით. აღნიშნული დოკუმენტი 2008 წლის მაისში 107 ქვეყანამ მიიღო. სახელმწიფოებმა ამჯერად ხელი უნდა მოაწერონ და უახლოეს მომავალში შეუერთდნენ კონვენციას, რათა დოკუმენტში მოცემული ვალდებულებები ძალაში შევიდეს.

12 აგვსიტოს ,,ჰუმან რაითს ვოჩის” ინფორმაციით, რუსული კასეტური ბომბების აფეთქების შედეგად დაიღუპა 11 ადამიანი. ასევე  დაშავდა უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე. ვინც აფეთქების დროს ცოცხალი გადარჩა, მუცელსა და კიდურებში მრავლობითი ჭრილობები მიიღო. გარდაცვლილებს შორის ორი უცხოელი ჟურნალისტი იყო. კასეტური ბომბი არის იარაღი, რომელიც შეიცავს რამდენიმე ასეულ პატარა ჭურვს; ის საშიშია მშვიდობიანი მოსახლეობისათვის მისი აფეთქების დიდი არეალისა და მასში შემავალი მცირე ჭურვების ცალ-ცალკე აფეთქების შესაძლებლობის გამო. ფოტორეპორტიორებმა გადაიღეს ადგილობრივი მოსახლეობა, რომლებსაც ხელში ბომბების შემადგენელი მცირე ზომის ჭურვები ეჭირათ; მოქალაქეებს არ გააჩნიათ შესაბამისი ინფორმაცია აღნიშნული იარაღის შესაძლებლობების შესახებ და შესაძლოა ამან მომავალშიც გამოიწვიოს მსხვერპლი, რადგან მცირე ზომის ჭურვები ჯერ ისევ გასანადგურებელი რჩება. უფრო მეტიც, დადასტურებული ინფორმაციით, რუსეთი ფლობდა ასობით მილიონ კასეტურ ბომბას, რომლის გამოყენება მას ნებისმიერ დროს შეეძლო მსგავსი ინფორმაცია რომ არ დადგენილიყო. მსგავსი იარაღი აქვს საქართველოსაც. საქართველოში საომარი მოქმედების დროს მსხვერპლის რაოდენობა და მომავალში მისი გაზრდის ალბათობა ნათელს ხდის იმის საჭიროებას, რომ გაფორმდეს შეთანხმება კასეტური ბომბების აკრძალვის შესახებ.

კასეტური ბომბების აკრძალვის შესახებ კონვენცია საუკეთესო საშუალებაა მომავალი საშიშოროების თავიდან ასაცილებლად. ის აკრძალავს მის გამოყენებას, წარმოებას, შენახვას და გადატანას და ჩამოაყალიბებს მნიშვნელოვან ვალდებულებებს, რაც გულისხმობს კასეტური ბომბების აფეთქების მსხვერპლთა დახმარებას და ბომბის ნარჩენების გაუვნებელყოფას. როგორც კი კონვენცია ძალში შევა ანუ მას მერე, რაც მინიმუმ 30 სახელმწიფო მოაწერს ხელს, ის აუკრძალავს წევრ სახემწიფოებს ისეთი დაბომბვების წარმოებას, რაც რუსეთმა გააკეთა. დოკუმენტის მოთხოვნა იქნება, განადგურდეს მსგავსი ბომბების მარაგები მომავალი 8 წლის განმავლობაში. სახელწოფოები, რომლებიც გადაწყვეტენ, კასეტური ბომბებით მიყენებულ ჰუმანიტარულ ზარალს ბოლო მოეღოს, (ისეთივე ზარალი, როგორც საქართველოში ვნახეთ უკანასკნელ დღეებში), დაუყოვნებლივ შეუერთდებიან კონვენციას.

მიუხედავად  ცინიკოსების განცხადებისა, თითქოს ისეთი მილიტარული ქვეყნები როგორიცაა რუსეთი, ხელს არ მოაწერენ და არც მიიღებენ აღნიშნულ კონვენციას, ჩვენ მაინც  უნდა ვეცადოთ მათზე ზეგავლენის მოხდენას. ნაღმების აკრძალვის შესახებ შეთანხმება გვიჩვენებს იმ სტიგმას, რომ იარაღის გამოყენების აკრძალვაზე მიღებული ნებისმიერი შეთანხმება მოქმედებს. ჩინეთი და აშშ ამ შეთანხმების მონაწილე ქვეყნები არ არიან, მაგრამ მისი მიღების შემდეგ ამ სახელწიფოებს ნაღმი აღარ გამოუყენებიათ. კასეტურ ბომბებზე მიღებული კონვევცია მსგავსი შედეგის მქონე უნდა იყოს, თუ ქვეყნები ხელს მოაწერენ. ამ დროისათვის კონვევნციას უკვე 100-ზე მეტი სახელწიფო შეუერთდა. ამ ქვეყნებში შედის კასეტური ბომბების მწარმოებელი ქვეყნები, ისინი ვინც მას იყენებს და ასევე ინახავს. კონვენციის ხელისმოწერითა და რატიფიკაციით რუსეთი და სხვა მილიტარისტული ქვეყნები მიიღებენ ნიშანს, რომ ამ იარაღის გამოყენება საერთაშორისო საზოგადოებისთვის მიუღებელი და უკანანოა. 

სახელწიფოებმა უნდა დაგმონ რუსეთის თავდასხმა საქართველოზე და მოუწოდონ კონფლიქტის ორივე მხარეს, კასეტური ბომბები მომავალში აღარ გამოიყენონ. სხვა შემთხვევაში ისინი უბრალოდ ჩუმად დაუჭერენ მხარს რუსეთის მოქმედებას. სახელწიფოებმა უნდა მიიღონ ზომები, რათა თავიდან ავიცილოთ მომავალი მსხვერპლი. 2008 წლის დეკემბერში, ოსლოში ქვეყნებმა უნდა მოაწერონ ხელი კონვენციას და  რაც შეიძლება მალე უნდა მოახდინონ ახალი ინსტრუმენტის რატიფიცირება. რუსეთის ბოლოდროინდელმა თავდასხმებმა მსოფლიოს უნდა მისცეს ბიძგი რეალურად მოქმედებისათვის.

ახალი ამბები