კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საერთაშორისო კრიზისის ჯგუფი - რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ

23 აგვისტო, 2008

ევროპის ანგარიში # 195
22 აგვისტო, 2008 წელი

საბოლოო შეფასება და რეკომენდაციები

რუსეთი-საქართველოს კონფლიქტმა მსოფლიოს თანამედროვე გეოპოლიტიკა შეცვალა. მოსკოვი სამხრეთ ოსეთში 7-8 აგვისტოს შეიჭრა საქართველოს ხელისუფლების მიერ დაშვებულ სერიოზულ შეცდომებზე საპასუხოდ. მაგრამ  შეტევა, რომელიც რუსეთმა საქართველოზე განახორციელა უპრეცენდენტო  იყო. მან აფხაზეთსა და საქართველოს შუაგულში დიდი რაოდენობით ჯარი შეიყვანა. რუსული არმია გზად ანადგურებდა ქვეყნის ეკონომიკურ ინფრასტრუქტურას, კომუნიკაციებს; არბევდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონს. ამ ყველაფერმა  რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობის სერიოზული ცვლილება გამოიწვია. რუსეთმა დაასამარა რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიები; საფრთხე შეუქმნა ენერგეტიკულ კორიდორს, რასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ევროპისათვის; იქმნება საფრთხე, რომ ეთნიკური რუსებისა და სხვა უმცირესობების რუსეთის მხრიდან დახმრება ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში დესტაბილიზაციას შეიტანს; ასევე უკრაინა მის პოტენციურ სამიზნეს წარმოადგენს; მსგავსი განცხადებებით რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართალს.

რუსეთის მოქმედებებმა უფრო სერიოზული ფაქტორებიც წარმოაჩინა; მათ შორის  ნატოში ინტეგრაციის პროცესის უკან დაწევა; კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადება; ევროპაში ბომბსაწინააღმდეგო  თავდაცვის სისტემების დამონტაჟება; ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების შეზღუდულ სუვერენიტეტზე საუბარი და ახლადჩამოყალიბებული თვითდაჯერებულობა, აგრესია საგარეო პოლიტიკაში. აღნიშნული სიტუაცია უპირველეს ყოვლისა უკავშირდება რუსეთის წინა პრეზიდენტისა და ახლანდელი პრემიერმინისტრის ვლადიმერ პუტინის პიროვნებასა და მსოფლიოს მიმართ დამოკიდებულებას.

საქართველომ 2004 წლის შემდეგ ვერ შეძლო რუსეთთან, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან ურთიერთობის მოგვარება; ვერ მოხერხდა მხარეებს შორის ნდობის ჩამოყალიბება. ხშირად ადგილი ჰქონდა კონფლიქტური რეგიონების მიმართ კოფრონტაციას. ცოტაოდენი მოთმინების შედეგად შესაძლებელი გახდებოდა, რეგიონებს მიეღოთ განვითარებადი დემოკრატიის გზაზე მდგარი საქართველოსაგან შემოთავაზებული ფართო ავტონომია. ამის ნაცვლად, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ომის მომხრე მცირერიცხოვანი ჯგუფი ხელისუფლებიდან იმუქრებოდნენ და ქედმაღლურ განცხადებებს აკეთებდნენ, რამაც მოსკოვთან და კონფლიქტურ რეგიონებთან უთანხმოება გამოიწვია. კონფლიქტის ყველა მხარე პასუხისმგებელია ძალადობის ჰუმანიტარულ შედეგზე; ათი ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე სამხრეთ ოსეთიდან, აფხაზეთსა და საქართველოს დანარჩენი რეგიონებიდან დევნილად იქცა.

დასავლეთის ქვეყნებმა თავიდან უნდა აირიდონ ცივი ომის მენტალიტეტი, რაც კიდევ უფრო მეტ იზოლაციაში მოაქცევს რუსეთს. მაგრამ, როგორც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავიდ მილიბანდმა განაცხადა შეხვედრები პრაქტიკული უნდა იყოს. რუსეთს არ უნდა მიეცეს უფლება, საქართველოში საკუთარი არმია ჰყავდეს; ის შესაძლოა საერთაშორისო სამშვიდობო მისიის შემადგენლობაში შედიოდეს, მაგრამ მის განკარგულებაში  არ უნდა მოექცეს მშვიდობის დამყარების პროცესი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების პირობებით,  რომელსაც 15-16 აგვისტოს მოეწერა ხელი,  საქართველოში საერთაშორისო ზედამხედველები უნდა განლაგდნენ. ისინი მეთვალყურეობას გაუწევენ ქვეყნიდან რუსული ჯარების გასვლას და კონფლიქტის რეგიონებში დევნილების დაბრუნებას. საერთაშორისო მეთვალყურეების მისია უნდა იყოს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მშვიდობის შენარჩუნება და ცეცხლის განუახლებლობის პირობის შესრულება.

რუსეთის მონაწილეობა სამშვიდობო მისიაში ალბათ აუცილებელია, თუმცა სერიოზული კითხვები გაჩნდება რუსეთის არმიის რეალური მოტივების შესახებ, რასაც მოსკოვი მშვიდობისმყოფელობას ეძახის. მისიის ხემძღვანელობა და შემედგენლობაც უპირატესად ევროპული უნდა იყოს. ყველა ქართველი და ოსი მოქალაქე, რომელიც რეგიონიდან 7 აგვისტოს მერე გამოვიდა დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდნდეს სახლში. რუსები და ქართველები უნდა შეთანდხმდნენ და ითანამშრომლონ გამოიძიებასა და ადამიანის უფლებების დამრღვევთა გამოვლენასა და დასჯაში.  ამ პროცესში უნდა ჩაერთოს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო და ალბათ ეუთოც.

ამ პროცესის წარმართვა შეუძლებელი იქნება რუსეთის მხარდაჭერის გარეშე. მოსკოვი იძულებელი უნდა გახდეს, გაიგოს, რომ მისი პრესტიჟის, ძალაუფლებისა და ეკონომიკური სიძლიერის შენარჩუნებისათვის, ჯობია ევროპაში უსაფრთხოების შენარჩუნების პროცესებში პარტნიორი იყოს, ვიდრე განზე გადგეს და ისმინოს მუქარები დიდი რვიანიდან და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან.

აღნიშნულმა კრიზისმა გამოააშკარავა ის შეცდომები, რომელიც ამერიკამა და ევროკავშირმა 2004 წლის შემდეგ საქართველოში დაუშვეს: მათ ვერ მოახერხეს, ზეწოლა მოეხდინათ პრეზიდენტ სააკაშვილზე, რათა მას უარი ეთქვა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში საქართველოს კონტროლის აღდგენის სწრაფ გეგმაზე. ქართული ჯარი იწვრთნებოდა და ისინი ყიდულობდნენ იარაღს, თუმცა არავინ სთხოვდა გარანტიას, რომ ამ ძალას და იარაღს კონფლიქტური რეგიონების დაბრუნებისათვის არ გამოიყენებდა. რუსეთის განრისხება საქართველოში უკანასკნელ დროს მიმდინარე პროცესებზე და ცივი ომის დროინდელმა უგულველყოფამ აღნიშნული შედეგი გამოიღო. იმის ნაცვლად, რომ კონცენტრაცია მომხდარიყო დემოკრატიული ინსიტიტუტების და კანონის უზენაესობის ხელშეწყობაზე, აშშ ხშირად მხარს უჭერდა სააკაშვილის გადაწყვეტილებებს მაშინაც კი, როცა ის უპასუხისმგებლო და ავტორიტარულ მეთოდებს მიმართავდა. როდესაც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გაყინული კონფლიქტები სერიოზულ დაძაბულობაში გადაიზარდა, საქართველოს პარტნიორებს არ უცდიათ, საქართველოს დიალოგი და ნდობის აღდგენა რუსეთსა და დე-ფაქტო მთავრობებთან უფრო ეფექტური გამხდარიყო.

რაც შეეხება ნატოს, 2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ საქართველოსთვის მაპის მინიჭების შესახებ სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა. იმ ქვეყნებმა, რომლებსაც აშშ ლობირებს, საქართველოს მიერ მაპის მიღებას მხარე დაუჭირეს. რუსეთის თავდასხმის შემდეგ ისინი უკვე დაჟინებით მოითხოვენ საქართველოს ნატოში შესვლას. მოწინაღდმეგეებს კი სჯერათ, რომ ნატოს წევრ ქვეყნებს გაუმართლათ, რომ თბილისის უპასუხისმგებლო და იმპულსური ხელისუფლების გამო ჩრდილო-ატლანტური ალიანსი საომარ მოქმედებებში არ ჩაერთო. მაპის მინიჭების გადაწყვეტილება ან წევრობა ასეთ კრიზისულ სიტუაციაში არ უნდა განიხილებოდეს. ძნელი იქნება წევრობის საკითხის ბოლომდე გადაწყვეტა საქართველოსა და სხვა პოტენციური წევრების მიმართებაში თუ ნატოს მომავალი როლი, როგორც მშვიდობისმყოფელი ორგანიზაციისა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

კრიზისი სერიოზულ კითხვებს ბადებს ევროკავშირის, გაეროს და ნატოს შესაძლებლობებზე, როდესაც საკითხი ფუნდამენტალურ ღირებულებებს ეხება. როდესაც ევროპელი ლიდერები უკან იხევენ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმების მისაღებად, მათი უძლურება რუსეთის მიმართ ძალისმიერი მეთოდები გამოიყენონ ნათელს ხდის, რომ ევროპაში არ არის ერთიანობა და ეს ხელს უშლის უფრო ძლიერი და ინოვაციური პოლიტიკის გატარებას. გაეროს უშიშროების საბჭოც შუაზე გაიყო, იმ აზრზთან დაკავშირებით ცვლილებები შეეტანათ საქართველოს ტერიტორიული ინტეგრაციის შესახებ შედგენილ რეზოლუციაში თუ არა; უშიშროების საბჭომ არაფერი მოიმოქმედა, ვიდრე 7 აგვისტოს საომარი ოპერაციები არ დაიწყო. ცივი ომის საშინელი წლების მოსაგონრად ბოლო კონფლიქტმა წამოჭრა კითხვა, შესწევს თუ არა ძალა საბჭოს რამე საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისა, მაშინ, როცა საბჭოს 5 მუდმივი წევრი სხვადასხვა აზრზე დგას. ამასთან საკუთარი ქმედებების გასამართლებელი საბუთების ძებნაში რუსეთმაც არასწორად გამოიყენა და დაარღვია გაეროს მიერ დადგენილი პრონციპი „დაცვის პასუხისმგებლობა.“

რეკომენდაციები

რუსეთისა და საქართველოს მთავრობებს და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებებს:

1. დაუყოვნებლივ და სრულად შესრულდეს ექვს-პუნქტიანი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოეწერა 15-16 აგვისტოს;
2. ხელი შევუწყოთ საქართველოში ეუთოს სამშვიდობო მისიის კონტიგენტის გაზრდას, რომელსაც სრული თავისუფლება ექნება ქვეყნის ფარგლებში იმოძრაოს, ვიდრე საქართველოში უფრო ხანგრძლივვადიანი და არსებითი საერთაშორისო სამშვიდობო მისია არ განთავსდება;
3. ნება მიეცეს და ხელი შეეწყოს უკანასკნელი კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირებს და ლტოლვილებს, დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს, უზრუნველყოფილნი იყვნენ შეუზღუდავი ჰუმანიტარული დახმარებით; ასევე მოხდეს ტყვეთა და დაკავებულთა გაცვლა; თავი შეიკავონ მხარეებმა აგრესიული განცხადებებისაგან და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან; დაადგინონ დაკარგულთა ადგილსამყოფელი და ითანამშრომლონდ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან, ასევე ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთან და სხვა საგამომძიებო ორგანოებთან.

რუსეთის ხელისუფლებას:

4. საქართველოს ტერიტორიიდან გამოიყვანოს ყველა სამხედრო განაყოფი, გარდა თავდაპირველად არსებული სამშივიდბო ძალებისა, რომლებიც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში 7 აგვისტომდე იმყოფებოდნენ. შედეგად, ნებისმიერი, რომელსაც აქვს მინიჭებული უფლება, საერთაშორისო მშვიდობისმყოფელის ფუნქცია შეასრულოს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში უნდა დამტკიცდეს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ;

სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობებს:

5. შეწყვიტონ ძალადობა ეთნიკური ქართველების მიმართ; მათი ქონების განადგურება და იძულებით გაძევება.

საქართველოს ხელისუფლებას:

6. ხელი მოაწეროს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან საბრძოლო მოქმედებების არგანახლების ხელშეკრულებას.
7. უზრუნველყოს და ნელ-ნელა უპირობოდ მიიღოს ზომები სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთის მოსახლეობასთან ნდობის აღსადგენად; უზრუნველყოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები უმცირესობების სრული დაცვა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

 გაეროს უშიშროების საბჭოს წევრ სახელმწიფოებს:

8. სწრაფად შეიმუშაონ რეზოლუცია შემდეგ საკითხებზე:

ა) 15-16 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტაზე დადებული ხელშეკრულების ხელისმოწერა და კიდევ ერთხელ აღიარონ ტერიტორიული მთლიანობა იმ მტკიცებულებით, რომ ზემოთ აღნიშნულ ტერიტორიაზე 2008 წლის 7 აგვისტომდე არსებული კანონიერი სიტუაცია ბოლო დროინდელი საომარი მდგომარეობის მერე არ შეცვლილა;

ბ) ტერიტორიაზე განლაგდნენ მეთვალყურეები, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას გაუწევენ მონიტორინგს;

გ) დაიწყოს ერთწლიანი საწყისი პერიოდი სამშვიდობო მისიის ფორმაციისა და ოპერაციისათვის, რომელიც უფრო პრაქტიკული და სწრაფი იქნება; ან შეიქმნას ტრადიციული გაეროს მისია ან ნებისმიერ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მისია როგორიცაა ეუთო. აღნიშნული მისიის ხელმძღვანელობა დაეკისრება უმაღლესი რანგის სამხედრო პირს, რომელსაც შეხება არ აქვს რეგიონთან. ამ მისიაში რუსეთის მონაწილეობა იქნება მხოლოდ საერთაშორისო ხელმძღვანელი სტრუქტურის მონაწილის სტატუსით და ის არ ჩამოაყალიბებს ცალკე ძალას. ამ ძალას მხოლოდ შემდეგი უფლება ექნება:

i. პატივი სცეს 15-16 აგვისტოს ხელმოწერილ ხელშეკრულებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე;
ii. გაუწიოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობებს იმ სახის მხარდაჭერა, რომელიც ხელს შეუწყობს მათი ინსტიტუციების განვითარებას,
iii. ხელს შეუწყობს საქართველოს ხელისუფლებას, ქართულ ინსტიტუციებს და კერძო პირებს და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისფლუბებს შორის კონტაქტის დამყარებს

დ) ჩამოაყალიბოს ფორუმი, სადაც დაინტერესებული მხარეები გაეროს ხელშეწყობით და დაინტერესებული მეზობელი ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების მხადაჭერით (ეუთო და ევროკავშირი), სასწრაფოდ მიიღებს ზომებს, გამოსწორდეს ჰუმანიტარული და ეკონომიკური სიტუაცია. ასევე მიიღოს სხვა შორსმიმავალი  პოლიტიკური ზომები, რომელიც გამიზნული იქნება  საქართველოსა და კონფლიქტურ რეგიონებს შორის ურთიერთობის მოგვარებაზე.

9. მოსთხოვოს გენერალურ მდივანს, კონფლიქტის მონაწილე მხარეების კონსოლიდაციისა და შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების (ეუთოს) მხარდაჭერით შეიქმნას დამოუკიდებელი ჯგუფი, რომელიც დოკუმენტურად გამოიძიებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში აგვისტოს თვეში მომხდარ მოვლენებს; ამ ჯგუფში ჩაერთვებიან ქართვული და რუსული მხარეები. გამოძიების მიზანი უნდა იყოს ზუსტი და სრული ანგარიში წარმოადგინოს იმისა თუ რა მოხდა სინამდვილეში, რათა გარანტირებული იყოს შერიგება და მომავალში შესაძლებელი გახდეს მსგავსი დანაშაულის თავიდან აცილება.

ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს:

10. მოეწყოს დონორების საგანგებო კონფერენცია, რათა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუციებისა და ორმხრივი დონორების ხელშეწყობით მოიძიონ თანხები დაზარალებული რეგიონების აღსადგენად და ეკონომიკური სტაბილურიობის მხარდასაჭერად.
11. სასწრაფოდ გაიგზავნოს შუალედური დამკვირვებლები ცეცხლისშეწყვეტის შეთანხმების შესრულების მონიტორინგისათვის, რომელიც ეუთოს მისიის მონაწილე გახდება. გაძლიერდეს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელობის ოფისი (EUSR) და საზღვრის დაცვის მხარდამჭერი გუნდი (BST) და მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა რეგიონში გაიგზავნოს ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (ESDP) გუნდი, რომელიც დაეხმარება გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ უფლებამოსილ სამშვიდობო მისიას.

ნატოსა და მის წევრ სახელწიფოებს:

12. არ ეცადნონ საქართველოსთვის მაპის მინიჭებას ან ნატოში გაწევრიანებას, ვიდრე არსებული კრიზისი არ დამთავრდება. განიხილონ შესაბამისი საშუალებები, რაც საქართველოს ლეგიტიმურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და ამ ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას შეუწყობს ხელს.

ევროკავშირსა და ნატოს წევრ სახელწიფოს:

13. ურჩიონ რუსეთს, რომ თუ ის ითანამშრომლებს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის განხორციელებში, მოლაპარაკების წარმოებაში, ისინი მზად არიან, განახორციელონ საერთო უსაფრთხოების ინტერესები გლობალური მასშტაბით ცალკეული განსხვავებული მიდგომების გათვალისწინებით საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. შეიქმნას ახალი ისტრუმენტი, რათა ევროპაში უსაფრთხოების გარანტია იყოს.
14. ურჩიონ რუსეთს, რომ თუ არ ითანამშრომლებს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების განხორციელებასა და უზრუნველყოფაში. ითანამშრომლოს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის განხორციელებაში; ისინი მზად უნდა იყონ ურთიერთობები ურთიერთშეთანხმებულად მოაგვარონ, მათ შორის:

ა) გაგრძელდეს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცესი და მისი მონაწილეობა დიდი რვიანის შეხვედრებში;

ბ) საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეროვნულმა კომიტეტმა მოთხოვოს რუსეთს, საერთაშორისო მხარდაჭერის მეშვეობით  აფხაზეთთან დაკავშირებით 2009 წლის 1 იანვრისთვის შექმნას იმის გარანტია, რომ 2014 წელს ოლიმპიური თამაშები უსაფრთხოდ ჩატარდება და არ გახდება საჭირო სოჭში დაგეგმილი თამაშების გეგმის გადახედვა.

15. ურჩიონ საქართველოს, ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების განსახორციელებლად ითანამშრომლოს და კონსტრუქციულად იმუშაოს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის ფარგლებში, რომლის ვალდებულებები და პროცესები ზემოთ არის მოცემული. ყველა ზომა გატარდეს იმისათვის, რათა  გაიზარდოს დახმარება ეკონომიკისა და ინფრუსტრუქტურის განვითარებისათვის და ხელი შეეწყოს ევროკავშირში ინტეგრაციას.

თბილისი-ბრიუსელი 2008 წლის 22 აგვისტო

ახალი ამბები