კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის რაიონში ჟურნალისტები დააყაჩაღეს

26 აგვისტო, 2008

დღეს, 24 აგვისტოს, დაახლოებით  14 საათზე  სოფელ ტყვიავთან კრიმინალურმა დაჯგუფებამ  ჟურნალისტები  დააყაჩაღა. ბოროტმოქმედებმა მანქანა გაიტაცეს.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ შიდა ქართლის ოფისის კოორდინატორი, ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი და ინტერნეტ–გაზეთ www.presa.ge -ს  ჟურნალისტები: გია იაკობაშვილი, კოტე სტალინსკი, ირაკლი გოგუაძე და მაკა წიკლაური რეპორტჟის გასაკეთებლად რუსული ბლოკპოსტებისკენ მიემართებოდნენ.  გორის რაიონის სოფელ ტყვიავთან ისინი  იარაღიანმა პირებმა  გააჩერეს, მანქანიდან გადმოსვლა  და ხელების აწევა უბრძანეს. როგორც ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი აცხადებს, თავდამსხმელები ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ და ოსური აქცენტით საუბრობდნენ.

თავდამსხმელებმა გაიტაცეს მანქანა, რომელშიც ჟურნალისტები ისხდნენ (ფორდი, TBS 608), ასევე ორი ვიდეოკამერა, ფოტოაპარატი და ცხინვალის მიმართულებით მიიმალნენ. თავდამსხმელთაგან ერთი 099 მარკის  (AVE 329) მანქანით მოძრაობდა.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“  სამართალდამცავებს მიმართავს, რეაგირება მოახდინონ ამ ფაქტთან დაკავშირებით. ასეევე უზრუნველყონ მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება აღნიშნულ რეგიონში.

ახალი ამბები