კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილები უპატრონოდ დარჩნენ

26 აგვისტო, 2008

ხელისუფლება ჰუმანიტარული დახმარების დევნილებისადმი მიწოდების პროცესს ვერ აკონტროლებს. ,,ადამიანის უფლებათა ცენტრს“  თბილისში, თემქაზე, 48-ე სკოლაში  შესახლებულმა დევნილებმა მიმართეს. მათი თქმით, უკვე სამი დღეა, პურის გარდა  არანაირი დახმარება არ მიუღიათ.

ემზარ ქარქუსოვი, დევნილი: ,,ვის აღარ მივმართეთ, მაგრამ ყურადღებას არ გვაქცევენ. სამი დღეა, საჭმელი არ გვაქვს. მხოლოდ გუშინ მოგვიტანეს პური და ოჯახზე ორ-ორი ცალი დაარიგეს. არა გვაქვს სხვა ნივთებიც, მოსახლებამ  რაც მოგვცა იმით გაგვაქვს თავი. არანაირი პირობები არ არსებობს, კანალიზაციაც კი. ვითომ მოვიდნენ გასარემონტებლად, მაგრამ დაამტვრიეს და დატოვეს ასე.

ვერც სამედიცინო დახმარებას ვიღებთ, არადა, ინვალიდიც არის ჩვენს შორის და ოპერაცია რომ სჭირდება ისეთიც. ვიყავით ჯანდაცვის სამინისტროში, რეცეპტები ვაჩვენეთ. ჩაიწერეს ყველაფერი, მაგრამ ჯერ დახმარება არ ჩანს. გლდანი-ნაძალადევის გამგეობასაც მივმართეთ, მაგრამ ასე გვითხრეს, რა გიყოთ, ვერაფრით დაგეხმარებითო“.

ამჯერად 48-ე სკოლაში 120 დევნილიდან 92 დარჩა. ვინც უშუალოდ გორიდან იყო, სახლებში დაბრუნდნენ. დანარჩენები იმ სოფლებიდან არიან, რომელთაც საქართველოს ხელისუფლება  ბოლომდე ვერ აკონტროლებს: ქურთა, მერეთი, ტირძნისი, დიცი, არბო.  როგორც დევნილები ამბობენ, მათთან მივიდა სამი პირი, რომელთაც თავი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებად გააცნეს და ურჩიეს, უკან სოფლებში დაბრუნებულიყვნენ.

,,საკმაოდ  უხეშად მოგვმრთეს: წადით, მაინც მოგიწევთ დაბრუნებაო. არადა, ჩვენთვის დაბრუნება უსაფრთხო არ არის და ჯერ ვერსად წავალთ“, - ამბობს ემზარ ქარქუსოვი. 


ახალი ამბები