კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა

27 აგვისტო, 2008

ჰუმანიტარული დახმარება გორში ქაოტურად რიგდება. ამის შესახებ ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ შიდა ქართლის ოფისის კოორდინატორმა საბა წიწიკაშვილმა  22 აგვისტოს მასმედიას  აცნობა, რის გამოც ადგილობრივი ხელისუფლების რისხვა ,,დაიმსახურა“.

 24  აგვისტოს, როდესაც  საბა წიწიკაშვილი გორის ცენტრში ნაცნობთან საუბრობდა, მასთან ჯიპი გაჩერდა, რომელსაც შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზურაბ ჩინჩილაკაშვილი მართავდა. მას რამდენიმე უცნობი პირიც ახლდა. გუბერნატორის მოადგილემ და მისმა თანმხლებმა ვინმე გიზო მჭედლიძემ (როგორც შევიტყვეთ ცესკოს თავჯდომარის მოსდგილეა) წიწიკაშვილს სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენეს. 

,,ბიჭო, თუ ვაჟკაცი ხარ, გვერდზე დაგვიდექი და შენ დაარიგე ჰუმანიტარული ტვირთი.  არ გადმომიყვანო თორემ თავ-პირს გაგიერთიანებ!“ - ყვიროდა მჭედლიძე.

თუმცა ხელისუფლების წარმომადგენელმა დაგვიდასტურეს, რომ გორში მართლაც ზოგმა დღეში სამჯერ აიღო დახმარება, ზოგმა - არც ერთხელ. მათი თქმით, ეს მოსახლეობის ბრალია და არა ხელისუფლების.

ახალი ამბები