კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახიფათო ატრაქციონი

27 აგვისტო, 2008

26 აგვისტოს, თელავის კულტურისა და დასვენების პარკ „ნადიკვარში“ ცხინვალის და გორის რაიონებიდან დევნილ 50-მდე ბავშვს ატრაქციონ „ავტოდრომით“ სარგებლობის უფლება არ მისცეს. როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელს პარკის ადმინიტრაციაში განუცხადეს, მათ ატრაქციონის ჩართვის ნება კახეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან არ ჰქონდათ, რადგან ატრაქცოიონი ჩამოწერილი იყო და ბავშვებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა.

ატრაქციონ „ავტოდრომზე“ დევნილი ბავშვების დაშვების თხოვნით კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელს შოთა თარხნიშვილს რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებმაც მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ. დევნილი ბავშვები კახეთში ექსკურსიაზე ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების  ინიციატივითა და ორგანიზებით იმყოფებოდნენ.

კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის მტკიცებით,  ატრაქციონი ჯართად არის ჩამოწრილი, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. აღსანიშნავია, რომ  ატრაქციონი „ავტოდრომი“  ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტმა ბავშვებისთვის საზეიმო ვითარებაში გახსნა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები