კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი საქართველოს პრეზიდენტს უპატრონოდ დარჩენილი ბავშვების დედის შეწყალებას სთხოვს

27 აგვისტო, 2008

საქართველოს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის  ქ.თბილისის #5 ქალთა და არასრულწლოვანთა დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის  ქალბატონ მარინა ქ.-ს შეწყალების თხოვნით მიმართა.

სახალხო დამცველი დარწმუნებულია, რომ საქართველოს პრეზიდენტი გულისყურით მოეკიდება მარინა ქ.-ს ოჯახურ ტრაგედიას და ნებას დართავს მას, თავად იზრუნოს დარჩენილი ორი შვილის აღზრდაზე.
მარინა ქ. ოთხი შვილის დედაა. 2003 წელს მისი ერთ-ერთი შვილი - ექვსი წლის გიორგი კ. - გარდაიცვალა ინტოქსიკაციით, რადგან ოჯახის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო მას ნაგავსაყრელზე უხდებოდა საკვების ძებნა.

2006 წლის 10 აგვისტოს მარინა ქ. ჯართის - საქართველოს რკინიგზის კუთვნილის ვაგონებიდან 259 ლარის ღირებულების ლითონის დეტალების - ქურდობისთვის დააკავეს. მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მისი სამი შვილი იზრდებოდა მარინა ქ.-ს მეუღლის მამიდის ცირა ხ.-ს და ბებიის, ვარა კ.-ს მეთვალყურეობის ქვეშ. 2008 წლის 8 აგვისტოს ქ.გორზე განხორციელებული რუსული ავიაიერიშის დროს ჭურვი დაეცა ვარა კ.-ს სახლს (ქ.გორი, ხახუტაშვილის ქ.#4), რის შედეგადაც ვარა კ. და მარინა ქ.-ს 13 წლის შვილი მერაბ კ. ადგილზე დაიღუპნენ, ნანგრევებიდან მათი გვამების სრულად გამოტანა დღემდე ვერ ხერხდება. დაბომბვის შედეგად 4 წლის ლიკა კ.-მ მიიღო მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობა.

ამ საშინელი ტრაგედიის შემდეგ, მარინა ქ.-ს ორი მცირეწლოვანი შვილი პრაქტიკულად უპატრონოდაა დარჩენილი. სახალხო დამცველმა თავი ვალდებულად მიიჩნია პირადად მიემართა საქართველოს პრეზიდენტისთვის მარინა ქ.-ს შეწყალების თხოვნით. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პიროვნებას უკვე მოხდილი აქვს სასჯელის ნახევარი, ხოლო იმ პერიოდში, რაც მან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაატარა, სანიმუშო ყოფაქცევით გამოირჩეოდა, რის გამოც ორი მადლობა აქვს მიღებული.


წყარო: www.ombudsman.ge

ახალი ამბები