კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროკავშირი ითხოვს გორის რაიონში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას

28 აგვისტო, 2008

Human Rights Watch: მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება განხილვის ძირითადი საკითხი უნდა გახდეს რუსეთის საკითხთან დაკავშირებით მოწვეულ ევროკავშირის სამიტზე

2008 წლის 28 აგვისტოს ადამიანის უფლებათა დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-მა გამოაცხადა, რომ ევროკავშირმა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას ქართული მშვიდობიანი მოსახლეობის ოსური ბანდფორმირებების  დაუსრულებელი თავდასხმებისა და რეგიონში გამეფებული განუკითხაუბისაგან  დასაცავად. Human Rights Watch-მა ევროკავშირს მოუწოდა 1 სექტემბერს დაგეგმილი  ევროკავშირის უპრეცედენტო სამიტი გამოეყენებინა,რათა შემუშავებულიყო საქართველოში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის  გეგმა.

22 აგვისტოს რუსულმა სამხედროებმა გორის რაიონის დატოვება დაიწყეს, თუმცა რუსული ბლოკ პოსტები ამ რეგიონში მაინც ფუნქციონირებს. Human Rights Watch-ის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოჩენილი ძალადობის უამრავი ფაქტი,  რომელთა შორისაა მოსახლეობის გატაცება, მოროდიორობა და მშვიდობიანი ხალხის ცემა. ყველა ეს  ფაქტი რუსული ბლოპოსტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის შიგნით, კერძოდ კი სამხრეთ ოსეთის საზღვართან მდებარე სოფლებში დაფიქსირდა.

„საზღვართან მდებარე ქართული სოფლები ბუფერულ ზონაში მოექცნენ. აქ მოსახლეობა ოსი სეპარატისტებისა და შეიარაღებული კრიმინალების პირისპირ მარტოა დარჩენილი.“განაცხადა რაკელ დენბერმა, Human Rights Watch-ის დირექტორის მოადგილემ ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში. „ევროპას რუსეთთან ასეთი დაძაბული ურთიერთობა დიდი ხანია არ ჰქონია,მაგრამ ეს საკითხი კონფლიქტის პოლიტიკურ მოგვარებამდე უნდა გადაწყდეს. მომავალ კვირას დაგეგმილ ევროკავშირის სამიტზე არსებული სიტუაციის განხილვა პრიორიტეტული უნდა იყოს.“

Human Rights Watch-მა კიდევ ერთხელ მოუწოდა ევროკავშირს გამოაგზავნოს „ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის“ (ESDP) დიდი მისია (http://hrw.org/english/docs/2008/08/27/eu19699.htm) დაკომპლექტებული პოლიციისა და უშიშროების ძალების მიერ, რომლებიც დაიცავენ სამოქალაქო პირებს და უზრუნველყოფენ იძულებით ადგილანცვალ პირთა სახლებში მშვიდობიანად დაბრუნებას. Human Rights Watch-მა ასევე მოუწოდა ევროკავშირს განიხილოს საქართველოში საერთაშოროსო სამშვიდობო მისიის გამოგზავნის საკითხი.

რუსეთის მიერ 26 აგვისტოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებამ ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობების კრიზისი გამოიწვია.

მას შემდეგ, რაც რუსებმა ჯარები გაიყვანეს გორის რაიონიდან, ქართულ პოლიციას რაიონში შესვლის უფლება მიეცა, თუმცა ქართველ სამართალდამცავებს ქალაქ გორის ჩრდილოეთით 8 კილომეტრით დაშორებულ სოფელ ვარიანის მიღმა არ უშვებენ, რადგან  აქ რუსული საგუშაგოა განლაგებული. იმის გამო, რომ ქართველ პოლიციელებს ვარიანის იქით არ უშვებენ, ხოლო თავად რუსები ბლოკ პოსტის მიღმა არ პატრულირებენ, გორის რაიონის ჩრდილოეთით არ არსებობს უსაფრთხოების გარანტიები.

„რუსეთი ვალდებულია უზრუნველყოს მისი დე-ფაქტო კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე მყოფი მოსახლეობის უსაფრთხოება და კეთილდღეობა, თუმცა ფაქტია, რომ მოსახლეობა არ არის დაცული“ განაცხადა დენბერმა. „სწორედ ამიტომ, ევროკავშირი სასწრაფოდ უნდა  დათანხმდეს საქართველოში საერთაშორისო ძალების გამოგზავნას, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობის უსაფრთხოება.“

22-დან 27 აგვისტომდე Human Rights Watch გაესაუბრა რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი 5 სოფლის მაცხოვრებლებს. ყველა მათგანი აღმოჩნდა ოსი სეპარატისტების ძალდობის მსხვერპლი, ან ამ ძალადობის მოწმე. მაგალითად  24 აგვისტოს, დღის 5 საათზე სოფელ ტირძნისიდან ოსმა სეპარატისტებმა 5 მამაკაცი გაიტაცეს. ერთერთი გატაცებული მამაკაცის, 52 წლის ჯუმბერ ტეტუნაშვილის მეუღლემ Human Rights Watch-ს განუცხადა, რომ მისმა მეუღლემ მოახერხა მასთან დაკავშირება და უთხრა, რომ ის ცხინვალში იყო.

24 აგვისტოს 4 შეიარაღებული ოსი შევიდა სოფელ კოშკში. მათ გაძარცვეს სახლები და სულ მცირე 4 მშვიდობიანი ადამიანი სცემეს.  აი, რა უთხრა Human Rights Watch-ს ერთერთმა დაზარებულმა სახელად „ვანომ“:

„მეზობლებთან ერთად ქუჩაში ვიდექი. ისინი ჰაერში სროლით მოგვიახლოვდნენ და გვითხრეს, „მშვიდობა არ გინდოდათ, ეხლა გიჩვენებთ სეირსო!“ ფული მოგვთხოვეს, მაგრამ ჩვენ რა ფული გვაქვს?! შემდეგ მათ იარაღის კონდახებით გვცემეს. ჩემს ერთერთ მეზობელს კისრის ძვალიც კი მოტყდა ცემის შედეგად. ის საავადმყოფოში წაიყვანეს. მე და ჩემს მეზობელს სახეში, ნეკნებში და თირკმელების მიდამოებში ურტყეს. შემდეგ ისინი მეზობელ სახლში გადავიდნენ და იქაურობა გაძარცვეს. მე თვითონ დავინახე როგორ წაიღეს მაცივარი, ტანსაცმელი და სხვა ნივთები. ნაძარცვი მასალა მათ ურიკაზე დააწყვეს და იარაღის მუქარით მაიძულეს რომ წამეღო იგი.“

საუბრისას აშკარა იყო, რომ „ვანო“ და მისი მეზობელი თავს კარგად არ გრძნობდნენ. ისინი ამის შემდეგ მალევე გადაიყვანეს საავადმყოფოში.

26 და 27 აგვისტოს მეღვრეკისისა და ნიქოზის მოსახლეობამ მასობრივად დატოვა საცხოვრებელი ადგილები. ადამიანებმა, რომლებმაც დატოვეს მეღვრეკისი  Human Rights Watch-ს შეატყობინეს, რომ 26 აგვისტოს, დილით სამი შენიღბული შეიარაღებული ოსი შევიდა სოფელში. ისინი ახალგაზრდა მამაკაცებს ეძებდნენ. როცა გაიგეს, რომ ახალგაზრდები სოფელში აღარ იყვნენ, მათ ორ ქალი და ერთ მამაკაცი სცემეს.

მეღვრეკისისა და ნიქოზის მაცხოვრებლებმა, რომლებიც სოფლებიდან გარბოდნენ, განაცხადეს, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ოსი სეპარატისტები ძარცვავდნენ, წვავდნენ სახლებს და აიძულებდნენ მშვიდობიან მოსახლეობას დაეტოვებინათ სოფლები.

26 აგვისტოს, Human Rights Watch-ის წარმომადგენლები ესტუმრნენ სოფელ ფხვენისს, რომელიც ნიქოზისა და მეღვრეკისის სამხრეთით 3 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ადგილობრივები ჩიოდნენ, რომ სოფელს არავინ იცავდა და ეშინოდათ, რომ მოროდიორები მათ სოფელშიც შევიდოდნენ.

30 წუთის შემდეგ,  Human Rights Watch-ს დაურეკეს ფხვენისის მაცხოვრებლებმა და შეატყობინეს, რომ ოთხმა შეიარაღებულმა ოსმა იარაღის მუქარით წაართვა ტრაქტორი.

 

ახალი ამბები