კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაეროს განცხადებით ნაღმები საფრთხეს უქმნის საკუთარ სახლებში დაბრუნებულ ქართველებს

30 აგვისტო, 2008

ჟენევა:  სამშაბათს, გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს მიერ გაკეთებული განცხადებით, საქართველოში, საკუთარ სახლებში დაბრუნებული მშვიდობიანი მოსახლეობა შესაძლოა საქართველოში განვითარებული ბოლოდროინდელი კონფლიქტის დროს დატოვებული ნაღმებისა და აუფეთქებელი ბომბების მსხვერპლი გახდეს.

მას შემდეგ, რაც საომარი მოქმედებები დასრულდა და რუსებმა ჯარების გაყვანა დაიწყეს, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მათ შორის სამხრეთ ოსეთში ათასობით ადამიანი საკუთარ სოფლებს უბრუნდება.

„ადგილობრივი მასმედიის საშუალებით გვსურს ვურჩიოთ დაბრუნებულ მოსახლეობას, რომ უფრთხილდეს აუფეთქებელ ქვემეხებს. არ დაბრუნდეს იმ სოფლებში, რომლებიც ჯერ არ გაწმედილა ბომბებისგან და მთავრობას უსაფრთხოდ არ გამოუცხადებია“, - განაცხადა რონ რედმონდმა, „გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის“ წარმომადგენელმა.

რედმონდმა განაცხადა, რომ „გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი“ განსაკუთრებით შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ ბავშვები ფეთქდებიან ნაღმებზე. მან ასევე დასძინა, რომ აუფეთქებელი ნაღმების რაოდენობა უცნობია.

რედმონდმა ჟენევაში განუცხადა ჟურნალისტებს, რომ სერბეთის პროვინცია კოსოვოში მომხდარი კონფლიქტის დროს მიღებულმა გამოცდილებამ ცხადყო, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა ასეთი სახის გაფრთხილებებს უგულვებელყოფს, რის შედეგადაც უამრავი ადამიანი იღუპება და იჭრება.

დაახლოებით 158 000 ადამიანი გახდა იძულებული, დაეტოვებინა საკუთარი სახლი სამხრეთ ოსეთის მეამბოხე ძალების, საქართველოსა  და რუსეთს შორის გასულ თვეს მომხდარი კონფლიქტის დროს. 

რუსი და ქართველი ოფიციალური პირების თანახმად, 33 000-დან 38 000-მდე მშვიდობიანი ადამიანი დაუბრუნდა საკუთარ სახლს და უფრო მეტი აპირებს დაბრუნებას.

„გასული პარასკევის შემდეგ, როცა რუსეთის ჯარების გაყვანა დაიწყო, უფრო და უფრო მეტი ადამიანი უბრუნდება საკუთარ სახლს“, - განაცხადა რედმონდმა.

ხშირ შემთხვევაში, სახლებში თავდაპირველად მამაკაცები ბრუნდებიან, რათა დარწმუნდნენ, რომ შინ დაბრუნება უსაფრთხოა და მხოლოდ შემდეგ მიჰყავთ სხვა ოჯახის წევრები“, - გამაცხადა მან.

 „გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატმა“ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა საქართველოში შექმნეს ცენტრები კონფლიქტის დროს დაზარალებულთა დასახმარებმად, თუმცა, ისინი ვერ ახერხებენ ჰუმანიტარული ტვირთის საქართველოს მხრიდან სამხრეთ ოსეთში შეტანას უსაფრთხოების გარანტიების არ ქონის გამო“, - განაცხადა რედმონდმა.

ახალი ამბები