კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელისუფლების წარმომადგენლებმა აქციაზე ჟურნალისტი სცემეს

3 სექტემბერი, 2008

დღეს, 1 სექტემბერს  ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“  შიდა ქართლის კოორდინატორი, ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი თავდასხმის მსხვერპლი გახდა. მას შიდა ქართლის გუბერნატორმა ლადო ვარძელაშვილმა და მისმა მოადგილემ ზურაბ ჩინჩილაკაშვილმა, აქციის მსვლელობისას, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენეს.

საბა წიწიკაშვილი კარალეთთან აქციას აშუქებდა, როცა მასთან გუბერნატორი, მისი მოადგილე და კიდევ რამდენიმე პირი მივიდა. ზურაბ ჩინჩილაკაშვილმა მას ხელი სტაცა და ლანძღვა-გინება დაუწყო. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა განაწყენება წიწიკაშვილის მიერ გამოქვეყნებულმა სტატიებმა გამოიწვია.

ჟურნალისტის დანახვაზე ლადო ვარძელაშვილმა მას ხელი ჰკრა, რის შემდეგაც ჩინჩილაკაშვილიც და სხვებიც შემოეხვივნენ და ცემა დაუწყეს, თან  შემდეგი სიტყვებით ემუქრებოდნენ: ,,იცოდე, გაგაქრობთ, ყიველდღე ამ დღეში იქნები“.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მიმართავს საქართველოს სახალხო დამცველს, ასევე სამართალდამცავ ორგანოებს ამ ფაქტის გამოძიებისა და დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნით.

ახალი ამბები