კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ჰიუმან რაითს ვოჩი“: სატელიტური ფოტოებზე აღბეჭდილი განადგურებული შენობები და ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარი თავდასხმები

3 სექტემბერი, 2008

რუსეთმა უნდა გამოიძიოს და დასაჯოს დამნაშავეები


„ჰიუმან რაითს ვოჩმა“ 29 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაეროს პროგრამა UNOSAT-ის მიერ გადაღებულ სატელიტური ფოტოები ადასტურებენ სამხრეთ ოსეთში ქართული სოფლების მასობრივი გადაწვის ფაქტებს. ზარალის დეტალური ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ ცხინვალის გარშემო განლაგებული 5 ქართული სოფელი საომარი მოქმედებებისას არ განადგურებლა, ისინი განზრახ გადაწვეს.

„ჰიუმან რაითს ვოჩის“ წარმომადგენლები თავად შეესწრნენ, თუ როგორ წვავდნენ და ძარცვავდნენ ოსი ბოევიკები ქართულ სოფლებს“, - განაცხადა რეიჩელ დენბერმა, „ჰიუმან რაითს ვოჩის“ ევროპა-ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორის მოადგილემ. „ეს სატელიტური ფოტოები ცხადყოფს, თუ რამდენად დიდი იყო ქართული სოფლების გადაწვის მასშტაბები ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში“.

19 აგვისტოს კომერციული სატელიტის მიერ გადაღებულ ფოტოებს ანალიზი UNOSAT-ის პროგრამის ექსპერტებმა გაუკეთეს.  UNOSAT-ის ოფისი ჟენევაში მდებარეობს და „გაეროს ტრეინიგისა და კვლევის ინსტიტუტის“ შემადგენლობაში შედის. იგი გაეროსა და საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების დახმარებით სატელიტიდან მიღებული გამოსახულებით ადგენს რუკებს. UNOSAT-ის ექსპერტებმა ფოტოებზე კარგად გაარჩიეს შენობები, რომლებიც სავარაუდოდ სრულებითაა განადგურებული ან სერიოზულადაა დაზიანებული. ექსპერტების ანალიზის შედეგი სამხრეთ ოსეთში მომუშავე „ჰიუმან რაითს ვოჩის“ წარმომადგენელთა მიერ შეგროვილ ინფორმაციას შეესაბამება.

UNOSAT-ის ოფიციალურ საიტზე (http://unosat.web.cern.ch/unosat/) განთავსებულია ფოტოები და რუკა, რომელზეც აღნიშნულია ცხინვალის გარშემო მდებარე ქართულ სოფლებში არსებული ცეცხლის კერები. რუკაზე აღნიშნულია ადგილები, რომლებიც 10, 12, 13, 17, 19 და 22 აგვისტოს განადგურდა. ეს მას შემდეგ რაც, ამ რეგიონში 10 აგვისტოს დასრულდა საომარი მოქმედებები. ზემოაღნიშნულ დღეებში, ნალექების მცირე რაოდენობის გამო შესაძლებელი გახდა ქართული სოფლების გადაღება.

ცეცხლის კერები თარიღების მიხედვით ( მაღალი რეზოლუცია, 3.3 მეგაბაიტი):
http://www.hrw.org/features/georgia/satellite/UNOSAT_Tskhinvali_MOD_Fire_082408_Highres_v3.pdf
ცეცხლის კერები თარიღების მიხედვით ( დაბალი რეზოლუცია, 1.6 მეგაბაიტი):
http://www.hrw.org/features/georgia/satellite/UNOSAT_Tskhinvali_MOD_Fire_082408_Lowres_v3.pdf

UNOSAT-მა ასევე გამოაქვეყნა 6 მაღალი რეზოლუციის სატელიტიდან გადაღებული გამოსახულება, რომელზეც აღბეჭდილია ცხინვალის ჩრდილოეთით, 9 კილომეტრზე გადაჭიმული ქართული სოფლები, რომელთა უმეტესობა განადგურებულია.

განადგურებული ქართული სოფლები (მაღალი რეზოლუცია, 26,7 მეგაბაიტი):
http://www.hrw.org/features/georgia/satellite/UNOSAT_Damage_Atlas_Tskhinvali_Highres.pdf
განადგურებული ქართული სოფლები (დაბალი რეზოლუცია, 8.5 მეგაბაიტი):
http://www.hrw.org/features/georgia/satellite/UNOSAT_Damage_Atlas_Tskhinvali_Lowres.pdf 


ფოტოებიდან ჩანს,რომ ხუთი განადგურებული სოფლის: თამარაშენის, კეხვის, ქვემო აჩაბეთის, ზემო აჩაბეთის და ქურთას უმეტესი ნაწილი განზრახ განაწვეს.

ამ სოფლების მაღალი რეზოლუციის სურათებზე არ ჩანს არც ჭურვის, არც რაკეტის ან საჰაერო დაბომბვის შედეგად გაჩენილი ორმოების კვალი. განადგურებული სახლების კედლების უმეტესობა ისევ დგას. განადგურებულია მხოლოდ ხის სახურავები, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ სახლები განზრახ გადაწვეს. სოფელ თამარაშენის მთავარ გზაზე ბევრი სახლის გარეთა კედლები განადგურებულია. სავარაუდოდ, ისინი ტანკებიდან ნასროლმა ჭურვებმა გაანადგურა. თამარაშენის მცხოვრებლებმა „ჰიუმან რაითს ვოჩის“ წარმომადგენლებს განუცხადეს, რომ 10 აგვისტოს რუსული ტანკები მათ სახლებს ინტენსიურად ბომბავდნენ.

განადგურებული ქართული სოფლების დეტალური სატელიტური გამოსახულება (10.2 მეგაბაიტი.):
http://www.hrw.org/features/georgia/satellite/Burning_Villages.zip 

 

ახალი ამბები