20:16, Monday, 23.11.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

თელავის გამგებლის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

08.09.2008
კახეთის საოლქო პროკურატურამ თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის და გამგეობის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ კახეთის საოლქო პროკურატურის უფროსმა გამომძიებელმა ზურაბ ბეგიაშვილმა განაცხადა.

პროკურატურას საჩივრით "ადამიანის უფლებათა ცენტრმა" მიმართა. საჩივარი თელავის მცხოვრებთა განცხადებაზე დაყრდნობით მომზადდა, სადაც ისინი თელავის გამგებლის ზურაბ ბუცხრიკიძის უკანონო მოქმედებებზე მიუთითებენ. კერძოდ, თელავის გამგებელი კულტურისა და დასვენების პარკ "ნადიკვრის" დირექტორს არ აძლევს იმ ატრაქციონის მუშაობის საშუალებას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ საზეიმო ვითარებაში გახსნა. განმცხადებლების ცნობით, თელავის გამგებელი ატრაქციონის ჯართად ჩამოწერით არის დაინტერესებული, რის შემდეგაც ტერიტორიის შესყიდვას გეგმავს.

ამ საკითხთან დაკავშირებით თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ ბუცხრიკიძე კომენტარს არ აკეთებს. პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გამგებელი უკვე დაიკითხა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC