კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოდ-ის თანამშრომლებმა დაკავებულს სცემეს

9 სექტემბერი, 2008

ბათუმში, 2 სექტემბერს, სოდ-ის თანამშრომლებმა გოჩა კეკელიძე დააკავეს. დაკავებულს რამდენიმე სახის ტრავმა აღენიშნებოდა. კეკელიძის ადვოკატი აცხადებს, რომ ის სოდ-ის თანამშრომლებმა სცემეს.

ადვოკატ ნანა ანდღულაძის თქმით, კეკელიძეს ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდეს და როდესაც მან ეს ფაქტი გააპროტესტა, დაკავებულზე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა. კეკელიძეზე ზეწოლა სოდ-ის შენობაშიც გაგრძელდა, სადაც ის 7 საათი ჰყავდათ.

დაკავებულის საავადმყოფოში გადაყვანას ადვოკატი რამდენიმე საათის განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდა. საბოლოოდ  დადგინდა, რომ კეკელიძეს ფეხებსა და სახის არეში დაჟეჟილობა და სახის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება. ამ ფაქტს სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარაში, ლადო მგალობლიშვილიც ადასტურებს.

სოდ-ის ოთხი თანამშრომლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. 

ახალი ამბები