სახალხო დამცველმა, სოზარ სუბარმა კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას მიმართა თხოვნით, რომ ტელეკომპანია „მაესტროს“ მიეცეს საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების ეთერში გავრცელების უფლება. აღნიშნული მოთხოვნით, საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა ჟურნალისტებს გააცნო ტელეკომპანია „მაესტროს“ დირექტორმა მამუკა ღლონტმა.
„უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავთ ხელისუფლების დამოკიდებულების გამო საქართველოში სიტყვისა და აზრის თავისუფლების მიმართ. ტელევიზიები, ფაქტობრივად, მთლიანად კონტროლდება მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიის ძირეულ პრინციპებს. ამ მხრივ ისედაც რთული მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა იმით, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიას, რომელიც საბოლოოოდ გადაიქცა პოლიტიკური ცენზურის ორგანოდ, ყოვლად აბსურდული საბაბით აუკრძალა ტელეკომპანია „მაესტროს“ საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების გადაცემა. მოვითხოვთ, ტელეკომპანია „მაესტროს“ მიეცეს უფლება აწარმოოს და ეთერში გაავრცელოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გადაცემები“, _ აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილისადმი მიმართვაში.
ტელეკომპანია „მაესტროს“ დირექტორმა აღნიშნული მიმართვა ჟურნალისტებს დაურიგა და მისი გაცნობის შემდეგ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება დოკუმენტზე ხელმოწერით სთხოვა.
წყარო: მედიანიუსი.