კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართულ ოსური სკოლა ახალ სასწავლო წელს პრობლემებით შეხვდა

15 სექტემბერი, 2008

არეშფერნის საშუალო სკოლა ერთადერთია ლაგოდეხში, სადაც მოსწავლეებს განათლების მიღება, როგორც ქართულ ისე ოსურ ენაზე შეუძლიათ.

აქ ოსი და ქართველი ბავშვები დღეიდან  ისევ ერთად მიუსხდნენ სასკოლო მაგიდებს,  თუმცა ახალ სასწავლო წელს, ახალი პროგრამით სწავლების შესაძლებლობა მხოლოდ ქართული სახელმძღვანელოებით იქნება შესაძლებელი. რადგან როგორც სკოლის დირექტორი, თამაზ კაპანაძე აცხადებს, ოსურენოვანი სახელმძღვანელოების შემოტანა  გასულ წლებში ცხინვალიდან ხდებოდა, რაც წელს ჯერჯერობით პრობლემას წარმოადგენს.

საკმაოდ წარმატებული ერთადერთი  ქართულ-ოსური სკოლა ლაგოდეხში, წელს კიდევ ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. სასკოლო ავტობუსი, რომელიც განათლების სამინისტროს დახმარებით მეზობელი ოსური სოფლებიდან მოსწავლეთა გადაადგილებას უზრუნველყოფდა, წელს შესაძლოა გაჩერდეს, რადგან სკოლამ ავტობუსის საწვავის ხარჯების ანაზღაურებაზე, განათლების სამინისტროდან  უარი მიიღო.

“იმ შემთხვევაში თუ ადგილობრივი ბიუჯეტიდან მაინც თანხების გამოყოფა ვერ მოხერხდა და სასკოლო ავტობუსი მოსწავლეების გადაადგილებას ვეღარ უზრუნველყოფს, მეზობელი ეთნიკური ოსებით დასახლებული სოფლებიდან, ბოლქვიდან და ფიჩხიბოგირიდან, (სოფლები არეშფერნიდან რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული) ათეულობით მოსწავლეს უკვე განათლების მიღების შესაძლებლობა აღარ ექნება” - აცხადებს რადიო ჰერეთთან საუბარში სკოლის დირექტორი თამაზ კაპანაძე.

წყარო: რადიო ჰერეთი

ახალი ამბები