კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოფელი მაწიმი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი

15 სექტემბერი, 2008

ლაგოდეხის რაიონის სოფელი მაწიმი ერთ თვეზე მეტია სასმელ წყალს საერთოდ ვეღარ ღებულობს.

როგორც ადგილობრივი მოსახლეობა რადიო ჰერეთთან საუბარში აცხადებს, წყლის სათავეზე დაწყებულმა სამუშაოებმა, რომლის დასრულების შემდეგაც სოფელს სასმელი წყლის პრობლემა უნდა მოგვარდებოდა, არ გაამართლა.

ისინი წყალს ამ დრომდე კილომეტრებით დაშორებული მეზობელი სოფლებიდან ეზიდებიან.

მაწიმის მოსახლეობა ირწმუნება, რომ წყლის სათავეზე სამშენებლო სამუშაოები 1 სექტემბრისთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გია გოზალიშვილი აცხადებს, რომ  სამუშაოების დასრულება სექტემბრის ბოლოსათვის მოხდება.

სოფელ მაწიმის მოსახლეობა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ხელმძრვანელობასთან შეხვედრას და  პრობლემის გარკვევას ითხოვს. უყურადღებობის შემთხვევაში კი საქართველო-აზერბაიჯანის ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვით იმუქრებიან.

წყარო: რადიო ჰერეთი

ახალი ამბები