კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახი საქონლის სადგომში ცხოვრობს

17 სექტემბერი, 2008

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მირზაანში მცხოვრები მაყვალა ბიკაშვილი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. ბიკაშვილის თქმით, დაბადებიდან ინვალიდ შვილთან ერთად უკვე რამდენიმე თვეა საქონლის სადგომში, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს.

როგორც ბიკაშვილმა ,,ადამიანის უფლებათა ცენტრს“ აცნობა, სტიქიის დროს მისი საცხოვრებელი სახლი ისე დაზიანდა, რომ კედლები და ჭერი ჩამოინგრა. უსახლკაროდ დარჩენილმა ოჯახმა ხელისუფლებას დახმარებისათვის არაერთხელ მიმართა, მაგრამ უშედეგოდ. წინასაარჩევნოდ ბიკაშვილებს დახმარებას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ამჟამინდელი მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ლეკაშვილიც დაპირდა, თუმცა მას შემდეგ რაც ლეკაშვილი პარლამენტის წევრი გახდა, სოციალურად დაუცველ ოჯახს არ დაკავშირებია.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მიმართავს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას, ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დახმარების ფონდიდან სოციალურად დაუცველ ოჯახს დახმარება გაეწიოს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები