კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვაჩნაძეანის ღვინის ქარხანასთან კილომეტრიანი რიგები დგას

17 სექტემბერი, 2008

გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძეანში კილომეტრიანი რიგები დგას. ამის შესახებ რადიო ჰერეთს ადგილობრივმა მოსახლეობამ აცნობა.

მათი განცხადებით,  მევენახეები ყურძნის ჩაბარებას საათობით ელოდებიან. 

"გუშინ მივიტანე ველისციხის ღვინის ქარხანაში ყურძენი და დაკეტილი დამხვდა. ახლა მოვედი ვაჩნაძეანში და აქ კილომეტრიანი რიგები დგას. ფასებიც სასაცილოა.  ყურძნის თვითღირებულებასაც არ ანაზღაურებენ” - აცხადებს ბაკურციხის მკვიდრი ეირან ქუმსიაშვილი.

რადიო ჰერეთი "რთველი 2008"-ის საკოორდინაციო შტაბს დაუკავშირდა. შტაბში ქარხნებთან რიგების შექმნის მიზეზებს განმარტავენ.

"9 მიმღებს დღეს ორი ქარხანა დაემატა, ხვალ კი წნორში კიდევ ერთი ქარხანა გაიხსნება. რაც შეეხება რიგებს, ბუნებრივი მოვლენაა და ქარხნების დამატება ამ პრობლემას ნაწილობრივ დაარეგულირებს" - განუცხადა რადიო ჰერეთს შტაბის ერთ-ერთმა წევრმა კოტე ხუცაიძემ.

წყარო: რადიო ჰერეთი

ახალი ამბები