კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში დირექტორმა რელიგიის სწავლება გააუქმა

19 სექტემბერი, 2008

როგორც სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლიდან გვაცნობეს, დირექტორმა მარინა უტიაშვილმა, მოსწავლეთა და მშობელთა წინააღმდეგობის მიუხედავად სკოლაში რელიგიის სწავლება გააუქმა.

დირექტორი მომხდარს სკოლის დაფინანსების სიმწირით ხსნის. საპირისპიროს აცხადებს რელიგიის მასწავლებელი დავით დუგლაძე. მისი თქმით, რელიგიის გაკვეთილები მე-3, მე-4 და მე-7 კლასებში ისწავლებოდა და ყოველთვიური ხელფასის სახით მხოლოდ 20 ლარს იღებდა. დუგლაძის განცხადებით, დირექტორი განსხვავებული აზრის მქონე მასწავლებლებს დევნის. "ამ ნიშნით რამდენიმე პედაგოგი სკოლიდან უკვე გაათავისუფლა. რადგან მე მათ მხარს ვუჭერდი, რელიგიის გაკვეთილებიც ამიტომ გააუქმა", - აღნიშნავს დუგლაძე.

პედაგოგებმა საჩივრით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართეს, თუმცა სამინისტროდან ამ საკითხით არავინ დაინტერესებულა.

უნდა აღინიშნოს, რომ სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლიდან პედაგოგების გათავისუფლების ფაქტებს არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრი" სწავლობს.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები