10:16, Monday, 13.07.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

დღეს აფეთქების შედეგად ხურჩაში კიდევ პოლიციის ორი თანამშრომელი დაიჭრა

22.09.2008
ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში დღეს, დილით პოლიციის ორი თანამშრომელი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიჭრა.

როგორც „მედიანიუსს“ ზუგდიდის რაიონის სოფელი კოკის გამგებელმა ემზარ გულორდავამ განუცხადა, პოლიციელები ხურჩის ხიდზე ერთმანეთს ანაცვლებდნენ, როდესაც აფეთქება მოხდა. გამგებლის თქმით, მოსახლეობის მხრიდან შემჩნეულია 3 პირი, რომელთა შორის 1 რუსია, ორი კი აფხაზი. აღნიშნული პირები ხურჩის ტერიტორიაზე საეჭვოდ  გადაადგილდებიან.

დაჭრილი პოლიციელები ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ცნობისათვის: პოლიციელებზე თავდასხმა გუშინ საღამოსაც განხორციელდა რუსული ბლოკ-საგუშაგოდან სნაიპერული სროლის  შედეგად, ისინიც ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. კოკის გამგებლის თქმით, მოწინააღმდეგის მხრიდან ორმხრივი სროლების შედეგად დაზარალებულებზე ინფორმაცია არ არის გავრცელებული. ამ დროისათვის ხურჩაში სიმშვიდეა.

წყარო: მედიანიუსი.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC