კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დედოფლისწყაროს მოსახლეობა კირქვის ქარხნის მუშაობის შემოწმებას ითხოვს

25 სექტემბერი, 2008

დედოფლისწყაროში, სამთოელების, 9 აპრილისა და პრესის ქუჩებზე მცხოვრებნი რაიონში მოქმედ კირქვის ქარხნის ხელმძღვანელობას უპირისპირდებიან.

მოსახლეობის განცხადებით, კირქვის ქარხანა სპეციალური ნორმების დაცვით არ მუშაობს, რის გამოც მიმდებარე დასახლებული ტერიტორია, მუდმივად მტვერშია გახვეული. როგორც ადგილობრივებმა გვაცნობეს, კირქვის ქარხანა თეთრი ქვის მოპოვების მიზნით, აფეთქებებს ახდენს, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლები იბზარება.

მოსახლეობა, კირქვის ქარხნის შემოწმების მიზნით, დედოფლისწყაროში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სპეციალისტების ჩასვლას ითხოვს.

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ადგილობრივები დედოფლისწყარო – თბილისის ცენტრალური ავტომაგისტრალის გადაკეტვას აპირებენ.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები