კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავის მოსახლეობა კომპანია "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" ფულის გამოძალვაში ადანაშაულებს

25 სექტემბერი, 2008

თელავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა გაზის სადისტრიბუციო კომპანიის ხელმძღვანელობას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ფულის გამოძალვაში ადანაშაულებს.

როგორც თელავის მაცხოვრებლებმა "ადამიანის უფლებათა ცენტრს" აცნობეს, გაზის სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" საკუთრებაა, აბონენტებს ახალი მრიცხველების დაყენებას აიძულებს. თელავის მცხოვრებთა თქმით, მათ ახალი, ლაბორატორიულად შემოწმებული მრიცხველები აქვთ დამონტაჟებული, მაგრამ გაზის სადისტრიბუციო კომპანია მათგან ახალი, 240 ლარად ღირებული მრიცხველების დაყენებას კატეგორიულად მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გაზის მიწოდებას უწყვეტს.

ამასთან ერთად, მას შემდეგ რაც "თელავგაზი" კომპანია "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიამ" შეიძინა, გაოთხმაგდა საცხოვრებელ სახლში გაზის შეყვანის ფასიც და ამ დროისთვის 600-დან 700 ლარამდე მერყეობს.

თელავის მოსახლეობის ბრალდებებთან დაკავშირებით, გაზის სადისტრიბუციო კომპანიის ხელმძღვანელმა გია ბენიძემ კომენტარი არ გააკეთა. "ადამიანის უფლებათა ცენტრი" კომპანია "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსაც დაუკავშირდა, სადაც კომენტარი ასევე არ გააკეთეს.

პროტესტის ნიშნად თელავის მოსახლეობა უახლოეს დღეებში კომპანია "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" ადმინისტრაციის შენობის წინ საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები