კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სიღნაღში საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარე თანამდებობას ტოვებს

26 სექტემბერი, 2008

როგორც ჩვენთვის ცნობილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარე ნიკო ძნელაშვილი თანამდებობას ტოვებს.

ჩვენთან საუბარში ძნელაშვილმა ამის მიზეზად მასზე მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან განხორციელებული და მიმდინარე ზეწოლა დაასახელა.

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ კომისიამ 2008 წლის 17 მარტს გაცემული საკუთრების მოწმობა გააუქმა, რომლითაც მოქალაქე ვალერი გონიაშვილმა ქალაქ სიღნაღში 800 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკუთრებად დაირეგისტრირა. შესაბამისად, კომისისამ საჯარო რეესტრის სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურს გონიაშვილისთვის საკუთრების უფლების გაუქმება მოსთხოვა. ვალერი გონიაშვილის განცხადებით, კომისიის წევრებზე ზეწოლა სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ზედელაშვილმა მოახდინა.

ზეწოლის შესახებ საუბარი არ ისურვა ნიკო ძნელაშვილმა „ვერაფერს გეტყვით. მე ვტოვებ კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას“, - განაცხადა მან.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები