კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არაშენდის მოსახლეობა მკვლელის სახლის გადაწვით იმუქრება

29 სექტემბერი, 2008

როგორც სოფელ არაშენდის მაცხოვრებლებმა გვაცნობეს, იმ შემთხვევაში თუ შს კახეთის სამხარეო სამმართველო ალექსანდრე კვეზერელის მკვლელობის ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს ობიექტურად არ გამოიძიებს, მოსახლეობა მკვლელის სახლს გადაწვავს.

როგორც ცნობილია, სოფელ არაშენდის ყოფილი გამგებელი ალექსანდრე კვეზერელი აგვისტოში, გურჯაანის რაიონის სოფელ ზიარში, პოლიციის პოლკოვნიკმა, შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მე-6 განყოფილების ყოფილმა ხელმძღვანელმა ოთარ ბოღლოციშვილმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

მოკლულის ახლობლების განცხადებით, კვეზერელსა და ბოღლოციშვილს შორის დაპირისპირება სოფელ ქოდალოში სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწებს უკავშირდებოდა, რომლის მისაკუთრებასაც ბოღლოციშვილი გეგმავდა. მათივე თქმით, გამოძიება ტენდენციურია და ბოღლოციშვილისთვის წაყენებული ბრალდება გამნზრახ მკვლელობა შესაძლოა, აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ჩადენილ მკვლელობად გადაკვალიფიცირდეს.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

 

ახალი ამბები