კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აჭარაში მეწყერმა კიდევ 6 ადამიანი იმსხვერპლა

29 სექტემბერი, 2008

გუშინდელმა მეწყერმა, ქობულეთის რაიონის სოფელ ხალაში მცხოვრები 6 ადამიანი იმსხვერპლა. მათ შორის 5 გარდაცვლილი ერთი ოჯახის წევრია. გარდაცვლილი დავითაძეებიდან, ორი ბავშვია. ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ-ერთი ბავშვის, სალომეს ცხედარია ნაპოვნი. დავითაძეების ოჯახის დანარჩენმა 10 წევრმა მეწყერს თავი დააღწიეს.

მეწყერმა იმსხვერპლა დავით გაბაიძეც, დავითაძეების მეზობელი. გაბაიძე დავითაძეების ოჯახში მათი თავის სახლში გადასაყვანად იყო მისული. „დაახლოებით 4 იქნებოდა, მამაჩემი რომ დავითაძეების სახლში წავიდა. ოჯახი სტიქიის ზონაში იყო და წვიმა რომ აღარ შეჩერდა, მამაჩემი წავიდა, რომ ისინი ჩვენთან უნდა ჩამოეყვანა. შემდეგ ძლიერი ხმა გავიგონეთ, როცა გავიხედეთ, დავითაძეების სახლი უკვე აღარ ჩანდა“, - ამბობს გარდაცვლილი გაბაიძის შვილი.

ადგილობრივთა თქმით, გეოლოგები სოფელ ხალაში გუშინდელ სტიქიამდე ორი დღით ადრე იყვნენ მისული. გარდაცვლილთა მეზობლები იხსენებენ, რომ სპეციალისტებმა დავითაძეებს სახლის დატოვება ურჩიეს. 19 სექტემბრის სტიქიის დროს, მეწყერი დავითაძეების სახლის კედელს მიადგა და სახლი საკმაოდ დაზიანებული იყო.

სოფელ ხალაში მცხოვრებლები შეშინებული არიან, თუმცა არც წასავლელი აქვთ სადმე. მათი თქმით, გეოლოგებმა კიდევ 47 ოჯახი გააფრთხილეს, რომ მეწყერსაშიშ ზოლში ცხოვრობენ.
19 სექტემბერს, მეწყერმა აჭარაში 5 ადამიანი იმსხვერპლა. ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მასაურაში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ჩავლეიშვილების ოჯახის ოთხი წევრი და სოფელ ჭარნალში მცხოვრები გურამ შანთაძე დაიღუპნენ.

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ახალი ამბები