კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"კახეთის ენერგოდისტრიბუციას" ფულის გამოძალვაში ადანაშაულებენ

6 ოქტომბერი, 2008

გურჯაანელი აბონენტები ს/ს "კახეთის ენერგოდისტრიბუციას" ფულის გამოძალვაში ადანაშაულებენ. როგორც მათ „დამიანის უფლებათა ცენტრს“ აცნობეს, სექტემბრის თვეში ელექტროენერგია ისევე მოიხმარეს, როგორც წინა თვეებში, მაგრამ ამჯერად ენერგოკომპანია მათგან ორჯერ მეტი თანხის გადახდას მოითხოვს.

"2008 წელს, ყოველთვიურად 8 - 10 ლარზე მეტი ღირებულების ელექტროენერგია არ მომიხმარებია, მაგრამ სექტემბრის თვის თანხის გადასახდელად რომ მივედი სალაროში, 23 ლარის გადახდა მომთხოვეს. სექტემბერში ელექტროენერგია ისევე ეკონომიურად მოვიხმარე, როგორც გასულ თვეებში, მაგრამ თანხები არასწორად დაგვარიცხეს", - აღნიშნა "კახეთის ენერგოდისტრიბუციის" აბონენტმა თინა არჯევნიშვილმა.

იგივეს აპროტესტებენ ენერგოკომპანიის სხვა აბონენტებიც.

მოსახლეობის პრეტენზიებთან დაკავშირებით ს/ს "კახეთის ენერგოდისტრიბუციის" გურჯაანის სერვის-ცენტრში კომენტარი არ გააკეთეს.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები